რუსთავში განათლების რეგიონალური გამოფენა გაიხსნა, სადაც „აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტმა“ საკუთარი საგამოფენო სტენდი წარადგინა და ქვემო ქართლის მოსახლეობას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა უნივერსიტეტში არსებული საბაკალავრო, სამაგისტრო, და სადოქტორო პროგრამების შესახებ. დამთვალიერებელთა უმრავლესობას მე-11 და 12-ე კლასის მოსწავლეები წარმოადგენდნენ.
„აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის“ სტენდი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა საინტერესო, მრავალფეროვანი და მაღალპროფესიონალური საგანმანათლებლო შეთავაზების, განსხვავებული დიზაინისა და სახეზე მოხატვის ყველა მსურველისთვის, ამ შესაძლებლობის მიცემის გამო. „კავშირი საქართველოს განვითარებისთვის“ მიერ ორგანიზებული გამოფენა კიდევ ოთხ ქალაქში: თელავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში გაიმართა და ის ყოველწლიურ სახეს მიიღებს. გამოფენაში საქართველოში აკრედიტირებულმა 20-მდე უნივერსიტეტმა მიიღო მონაწილეობა.