East European University (EEU)
News
რექტორის შეხვედრა სტუდენტებთან (eng)

რექტორის შეხვედრა სტუდენტებთან (eng)

 

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში რექტორის, დავით ჩერქეზიშვილისა და სტუდენტების საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას EEU-ს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები ესწრებოდნენ.
შეხვედრის მიზანი მიმდინარე პერიოდის აქტუალური და პრობლემური საკითხების განხილვა და ამ საკითხებთან დაკავშირებით სტუდენტებისგან დეტალური ინფორმაციის მიღება იყო.
EEU-ს სტუდენტებმა რექტორს თავიანთი მოსაზრებები გააცნეს და მხარეებმა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხები ერთად განიხილეს. სხვადასხვა თემატურ საკითხთან დაკავშირებით, ბაკალავრებმა და მაგისტრებმა რექტორისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.

დავით ჩერქეზიშვილმა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტს დავით კაკაბაძეს 2016-2017 სასწავლო წლის ყველაზე მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის სპეციალური სიგელი გადასცა და ყოველთვიური 100 ლარიანი სტიპენდიით დააჯილდოვა. მადლობის სიგელით დაჯილდოვდა EEU-ს კიდევ ერთი სტუდენტი სოსლან ბაკაევი, რომელმაც საქართველოს ზამთრის უნივერსიადა 2017-ზე ორ შეჯიბრებაში პირველი ადგილი აიღო.

შეხვედრაზე EEU-ს საიმიჯო ვიდეო-რგოლის, ახალი ვებ-გვერდისა და ახალი შენობის ახალ მისამართზე პრეზენტაციის წარდგენა მოხდა. დავით ჩერქეზიშვილმა მასშტაბურ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე, მათ შორის თვითმმართველობის არჩევნებზეც ისაუბრა.

Back