1. აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტის ჩარიცხვა
1. ბაკალავრიატის საფეხურზე სტუდენტის სტატუსის მოპოვების საფუძველია ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები.
2. მაგისტრატურის საფეხურზე სტუდენტის სტატუსის მოპოვების საფუძველია სამაგისტრო გამოცდების შედეგები, რომელიც მოიცავს საერთო სამაგისტრო გამოცდასა და შესაბამისი ფაკულტეტის დებულებით განსაზღვრულ შიდა გამოცდას/გამოცდებს.
3. ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდის გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტებს/მაგისტრანტობის კანდიდატებს/მობილობის წესით სწავლის გაგრძელების მსურველებს აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსი მიენიჭებათ კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
2. აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტში მობილობის წესით ჩარიცხვა
3. ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია
სტუდენტთა სემესტრული რეგისტრაცია ხორციელდება ორ ეტაპად: ადმინისტრაციული – ბანკში სწავლის საფასურის გადახდით და აკადემიური (საგნობრივი) - შესაბამის სასწავლო კურსებზე რეგისტრაციით (ფაკულტეტის ადმინისტრაციაში ან ელექტრონულად,“სასწავლო პროცესის მართვის სისტემის” საშუალებით).
4. სააუდიტორიო მეცადინეობები
5. ფაკულტეტის/პროგრამის შეცვლა (შიდასაუნივერსიტეტო მობილობა)
1. აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტი უფლებამოსილია, შეიცვალოს ფაკულტეტი.
2. აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტი უფლებამოსილია, შეიცვალოს პროგრამა ან ფაკულტეტი.
3. ფაკულტეტის/პროგრამის შეცვლის უფლების მქონე პირი:
ა) ბაკალავრიატში, ვაკანტურ ადგილებზე, ფაკულტეტის შეცვლის უფლებას მოიპოვებენ სტუდენტები, რომელთაც ჩაბარებული აქვთ ერთიანი ეროვნული გამოცდები და რომელთა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები აღემატება ფაკულტეტის შეცვლის სხვამსურველთა შესაბამის შედეგებს.
ბ) მაგისტრატურაში, ვაკანტურ ადგილებზე, სამაგისტრო პროგრამის შეცვლის უფლებას მოიპოვებენ მაგისტრანტები, რომლებიც დააკმაყოფილებენ სამაგისტრო პროგრამაზე მიღების წინაპირობას და პროგრამით (კურიკულუმით) განსაზღვრულ გამოცდაში მიიღებენ კონკურენტებზე მაღალ შეფასებას.
გ) ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტები ფაკულტეტის შეცვლის უფლებას მოიპოვებენ ვაკანტური ადგილების გადაჭარბებით.
დ) ფაკულტეტის/სამაგისტრო პროგრამის შეცვლის უფლება აქვს სტუდენტს იმ შემთხვევაშიც, თუ შიდა მობილობის გამოცხადების მომენტისათვის შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი.
ე) ფაკულტეტის/სამაგისტრო პროგრამის შეცვლის უფლება სტუდენტს წარმოეშობა უმაღლესი განათლების შესაბამის საფეხურზე სწავლების ერთი სემესტრის შემდეგ. სწავლების პერიოდში არ შედის ის დრო, რომლის განმავლობაში პირს შეჩერებული ჰქონდა სტუდენტის სტატუსი.
4. ფაკულტეტის/სამაგისტრო პროგრამის შეცვლის მსურველთათვის მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს სასწავლო სემესტრებს შორის უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით დადგენილ ვადებში.
5. ფაკულტეტის/სამაგისტრო პროგრამის შეცვლის მსურველთათვის მობილობის გამოცხადებასთან ერთად უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით განისაზღვრება ვაკანტური ადგილები ფაკულტეტების/სამაგისტრო პროგრამების შესაბამისად.
6. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტის “ა” - “ბ” ქვეპუნქტების თანახმად ბოლო საკონკურსო ადგილზე გასულია 2 ან მეტი სტუდენტი, უნივერსიტეტის რექტორი იღებს გადაწყვეტილებას ადგილების რაოდენობის გაზრდის თაობაზე.
7. ფაკულტეტის შეცვლის მსურველი სტუდენტის კრედიტების აღიარება ხდება კრედიტების აღიარების წესის” დამტკიცების შესახებწარმომადგენლობითი საბჭოს დადგენილების შესაბამისად.
6. სტუდენტის მიერ კრედიტების მოპოვების წესი
1. ბაკალავრიატის საფეხურზე კრედიტების წლიური დასაშვები ოდენობა განისაზღვროს 60 კრედიტით (სემესტრში არაუმეტეს 35 კრედიტისა).
2. მაგისტრატურაში კრედიტების წლიური დასაშვები ოდენობა განისაზღვროს წელიწადში 60 კრედიტით (სემესტრში არაუმეტეს 35 კრედიტისა).
3. სტუდენტი, რომელიც ერთი აკადემიური წლის განმავლობაში ვერ მოიპოვებს ამ წესით განსაზღვრულ 60 კრედიტს, უფლება მიეცეს მომდევნო აკადემიური წლის განმალობაში აინაზღაუროს დანაკლისი და მოიპოვოს არაუმეტეს 75 კრედიტისა (სემესტრში არაუმეტეს 40 კრედიტისა).
4. ერთი კრედიტი მოიცავს სტუდენტის სასწავლო საქმიანობას (სტუდენტის დატვირთვას) 25 ასტრონომიული საათის განმავლობაში.“
7. სტუდენტის უფლება-მოვალეობები
1. უნივერსიტეტის სტუდენტს უფლება აქვს:
ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება და მონაწილეობა მიიღოს სამეცნიერო კვლევაში;
ბ) ისარგებლოს აესუ-ის მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით;
გ) მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტში არსებული საგანმანათლებლო პროგრამების თაობაზე და მოითხოვოს სასწავლო კურსების სილაბუსები;
დ) მოითხოვოს ცოდნის სამართლიანი შეფასება და დადგენილი წესით გაასაჩივროს არასასურველი საგამოცდო შედეგები;
ე) მიიღოს კვალიფიციური კონსულტაცია უფლებამოსილი პირისაგან საგანმანათლებლო პროგრამების, სასწავლო დისციპლინების და გამოცდების ჩატარების ვადებისა და ფორმატის თაობაზე;
ვ) პერიოდულად მოახდინოს აკადემიური პერსონალის მუშაობის/სტუდენტთა მომსახურების შეფასება.
ზ) სწავლის დაწყებიდან ერთი კვირის ვადაში შეიცვალოს ან გაიუქმოს არჩეული სასწავლო კურსი.
2. უნივერსიტეტის სტუდენტი ვალდებულია:
ა) დაიცვას უნივერსიტეტის შინაგანაწესი;
ბ) დაიცვას და შეასრულოს უნივერსიტეტთან დადებული ხელშეკრულების პირობები;
გ) დაიცვას უნივერსიტეტის მიერ მომსახურებისთვის დადგენილი ვადები;
დ) გადაიხადოს სწავლის სემესტრული საფასური ადმინისტრაციული რეგისტრაციისათვის დადგენილ ვადებში და გაიაროს აკადემიური რეგისტრაცია;
ე) ერთი თვის ვადაში აცნობოს უნივერსიტეტის შესაბამის სამსახურს პირად ბარათში მითითებული ინფორმაციის ცვლილებებზე;
ვ) დაიცვას ეთიკისა და ქცევის საყოველთაოდ მიღებული ნორმები;
ზ) გაუფრთხილდეს უნივერსიტეტის კუთვნილ ქონებას;
თ) სისტემატურად ეცნობოდეს სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ სიახლეებსა და ცვლილებებს.
3. სტუდენტისათვის შეუფერებელ და არაეთიკურ ქცევად ჩაითვლება:
ა) პლაგიატი - ნაშრომში სხვისი აზრისა თუ ნაშრომის ციტირება ავტორის მითითების გარეშე;
ბ) თამბაქოს მოწევა, გარდა სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა;
გ) უხეში და არაეთიკური დამოკიდებულება, ძალადობა და შეურაცხყოფა სტუდენტების, აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის მიმართ;
დ) შეფასების მიღების მცდელობა გამომცდელზე მუქარით, ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზემოქმედებით, მოტყუებით, თაღლითობითა თუ სხვა დაუშვებელი ხერხებითა და ქმედებით;
8. სტუდენტის სტატუსის შეჩერება
1. სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველია:
ა) ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობა;
ბ) სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე;
გ) ავადმყოფობა;
დ) ორსულობა;
ე) უცხო ქვეყანაში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა.
ვ) სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა;
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის “ბ“ “გ“, “დ“, “ე“ და “ვ“ ქვეპუნქტების საფუძველზე სტატუსის შეჩერების მოთხოვნით სტუდენტმა განცხადებით უნდა მიმართოს უნივერსიტეტის რექტორს სასწავლო პროცესის დაწყებიდან არაუგვიანეს რვა კვირის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ იგი კარგავს სტატუსის შეჩერების და სწავლის საფასურის დაბრუნების ან მომდევნო სემესტრებში გამოყენების უფლებას.
3. სტუდენტის სტატუსის შეჩერების მაქსიმალური ვადაა 5 წელი.
4. სტატუსის შეჩერების შემთხვევაში სტუდენტი სწავლას აგრძელებს იმ სემესტრიდან, რომლიდანაც შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი;
5. სტატუსის აღდგენის შემთხვევაში სტუდენტს სწავლის საფასური განესაზღვრება ხელშეკრულებით დადგენილი ტარიფით.
9. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა
1. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია:
ა) უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში 5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში სტატუსის შეჩერება;
ბ) საგანმანათლებლო პროგრამის დასრულება მოცემულ საფეხურზე;
გ) პირადი განცხადება;
დ) მე-7 მუხლის მე–3 პუნქტის “ა“ “გ“ და “დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებები ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე;
ე) უნივერსიტეტის “ეთიკის კოდექსით“, უნივერსიტეტის “შინაგანაწესითა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებით“ გათვალისწინებული სტუდენტის სტატუსთან შეუთავსებელი ქმედების განხორციელება, ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე;
ვ) გარდაცვალება;
3. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში, მისი ხელახლა მოპოვება დასაშვებია კანონმდებლობით დადგენილი წესით.
10. სწავლის საფასური
1. უნივერსიტეტში სწავლის საფასური სწავლების ორივე საფეხურზე განისაზღვრება სემესტრული გადასახადით და 2013-14 სასწავლო წლიდან ჩარიცხულთათვის შეადგენს:
1.1. ბიზნესისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტებზე
ა) საქართველოს მოქალაქეებისთვის 1125 ლარს;
ბ) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის 1500 ლარს.
1.2. იურიდიულ ფაკულტეტზე
ა) საქართველოს მოქალაქეებისთვის 1190 ლარს;
ბ) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის 1500 ლარს.
4. სტუდენტს, რომელიც სწავლას აგრძელებს ამ წესის მე–6 მუხლის მე–3 პუნქტის შესაბამისად, სწავლის სემესტრული საფასური განესაზღვრება კრედიტების რაოდენობის შესაბამისად.
5. 2012-13 სასწავლო წელს აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტში ჩარიცხულ სტუდენტებს სწავლის საფასური სამივე ფაკულტეტზე განესაზღვრებათ სემესტრული გადასახადით და შეადგენს 1125 ლარს.
6. სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების მქონე სტუდენტებმა სახელმწიფო დაფინანსებასა და სწავლის საფასურს შორის სხვობა უნდა დაფარონ ადმინისტრაციული რეგისტრაციისათვის დადგენილ ვადებში.
7. სტუდენტი, რომელიც ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლის შემდეგ არ გაივლის აკადემიურ რეგისტრაციას ან არ მიიღებს მონაწილეობას სასწავლო პროცესში, კარგავს გადახდილი თანხის დაბრუნების ან მომდევნო სემესტრებში გამოყენების უფლებას.
8. ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლის გარეშე სასწავლო პროცესში თვითნებურად მონაწილეობის შემთხვევაში, სტუდენტს უფლება არ აქვს მოითხოვოს მიღებული შეფასებების აღიარება.
11. დამატებითი სემესტრი
1. სტუდენტს, რომელმაც საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრულ ვადებში ვერ მოიპოვა შესაბამისი აკადემიური ხარისხი, უფლება ეძლევა, თვითდაფინანსების გზით დაასრულოს სასწავლო პროგრამა მომდევნო სემესტრების განმავლობაში;
2. დამატებითი სემესტრის სტუდენტს სწავლის საფასური განესაზღვრება სემესტრული გადასახადით, მიმდინარე წელს დადგენილი ტარიფით;
3. მაგისტრანტს, რომელიც პროგრამით გათვალისწინებულ ვადაში, სემესტრის დასრულებამდე, ფაკულტეტზე წარმოადგენს სამაგისტრო ნაშრომს და ვერ დაიცავს საპატიო მიზეზით, უფლება ეძლევა, მომდევნო, დამატებით სემესტრებში, ადმინისტრაციული რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადაში, გადაიხადოს მომსახურების საფასური 500 ლარის ოდენობით და დაიცვას სამაგისტრო ნაშრომი ფაკულტეტის მიერ განსაზღვრულ პერიოდში.
12. გამოცდების ჩატარების წესები
1. კრედიტის მოპოვების აუცილებელი პირობაა დასკვნითი სემესტრული გამოცდების ჩაბარება, რომელიც ტარდება ცენტრალიზებულად და ადმინისტრირებას ახდენს სასწავლო პროცესის მართვისა და სამეცნიერო კვლევების განყოფილება.
2.დასკვნითი სემესტრული გამოცდების (როგორც ძირითადი, ასევე დამატებითი) ვადები განისაზღვრება რექტორის ბრძანებით.
3. შეფასების კომპონენტი დასკვნითი გამოცდისათვის განისაზღვრება არანაკლებ 30 და არაუმეტეს 40 ქულით.
4. დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელსაც შუალედური შეფასებისა და დასკვნითი გამოცდის მაქსიმალური ქულის გათვალისწინებით უგროვდება არანაკლებ 51 ქულისა.
5. სტუდენტის გამოცდაზე ჩაჭრის საფუძველია:
ა) გამოცდის მსვლელობისას აუდიტორიის დატოვება;
ბ) შეფასების მიღება გამომცდელზე მუქარით, ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზემოქმედებით, მოტყუებით, თაღლითობით და სხვა დაუშვებელი ხერხების გამოყენებით;
გ) გამოცდაზე სხვისი ნაშრომის ან დაუშვებელი ჩანაწერების გამოყენება;
დ) აუდიტორიიდან გაძევება გამოცდის ჩაშლის მცდელობის ან საგამოცდო განაწესის დარღვევის გამო;
ე) გამოცდაზე შეფასების ამ კომპონენტისათვის დადგენილ ქულათა 50%-ზე ნაკლების მიღება;
6. განმეორებით (დამატებით) გამოცდაზე დაშვების პირობები:
ა) ძირითად გამოცდაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სტუდენტი დასკვნით გამოცდაზე დაიშვება დამატებითი გამოცდისათვის დადგენილ ვადაში, თუ დოკუმენტურად დასტურდება გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი;
ბ) საბაკალავრო ან სამაგისტრო ნაშრომის არადამაკმაყოფილებლად შეფასების შემთხვევაში, მისი განმეორებით დაცვაზე წარმოდგენა იმავე სემესტრში დაუშვებელია;
გ) სემესტრულ დასკვნით გამოცდაზე ჩაჭრილ სტუდენტს, რომლის შეფასებათა ჯამი 41 ქულაზე არანაკლებია, კიდევ ერთხელ ეძლევა საბოლოო გამოცდაზე გასვლის უფლება კურსის განმეორებით მოსმენის გარეშე;
დ) სტუდენტს, რომელსაც შუალედური შეფასებისა და დასკვნითი გამოცდის ქულის გათვალისწინებით უგროვდება არანაკლებ 41 და არაუმეტეს 50 ქულისა, ეძლევა დამატებით გამოცდაზე გასვლის უფლება კურსის განმეორებით მოსმენის გარეშე.
ე) თუ მიღებულ ქულათა ჯამი 41 ქულაზე ნაკლებია, სტუდენტი ვალდებულია, განმეორებით მოისმინოს სასწავლო კურსი;
ვ) სტუდენტი გამოცდაზე განმეორებით დაიშვება მიმდინარე სემესტრის სასესიო პერიოდში, შესაბამისი ფაკულტეტის მიერ დამატებითი გამოცდისათვის დადგენილ ვადებში;
ზ) ძირითად და დამატებით გამოცდებზე გამოუცხადებლობის ან არადამაკმაყოფილებელი შეფასების მიღების შემთხვევაში სტუდენტისათვის განმეორებითი გამოცდის ინდივიდუალური წესით დანიშვნა დაუშვებელია.
თ) სტუდენტს დამატებით გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს იმავე სემესტრში. დასკვნით და დამატებით გამოცდებს შორის შუალედი უნდა იყოს არანაკლებ 10 დღისა.
7. სტუდენტის შეფასება:
ა) დასკვნითი სემესტრული გამოცდის ჩატარების სავალდებულო ფორმაა წერითი გამოცდა. სასწავლო კურსის სპეციფიკის გათვალისწინებით იგი დამატებით შეიძლება ზეპირი გამოცდის კომპონენტსაც შეიცავდეს, ასეთ შემთხვევაში გამოცდა ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ თითოეულ კომპონენტში სტუდენტი მიიღებს ამ კომპონენტისათვის (წერა/ზეპირი) დადგენილ ქულათა არანაკლებ 50%-ს.
ბ) სტუდენტის შეფასება ხდება შემდეგი სქემით:
ქულები |
შეფასება |
91-100 |
ფრიადი, A |
81-90 |
ძალიან კარგი, B |
71-80 |
კარგი, C |
61-70 |
დამაკმაყოფილებელი, D |
51-60 |
საკმარისი, E |
41-50 |
ვერ ჩააბარა, FX |
0-40 |
ჩაიჭრა, F |
გ) მაგისტრატურაში მისაღები გამოცდების წერითი ნამუშევრები ფასდება 100- ქულიანი სისტემით;
8. გამოცდის შედეგების გასაჩივრება:
ა) სტუდენტი, რომელიც არ ეთანხმება სემესტრულ დასკვნით გამოცდაზე მიღებულ შეფასებას, უფლებამოსილია, შედეგის ოფიციალური გამოქვეყნებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში დასაბუთებული საჩივრით მიმართოს ფაკულტეტს და მოითხოვოს შედეგების გადასინჯვა;
ბ) საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სააპელაციო კომისია;
გ) მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელიც არ ეთანხმება მისაღებ გამოცდაზე მიღებულ შედეგს, უფლებამოსილია, შედეგის ოფიციალური გამოქვეყნებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში დასაბუთებული საჩივრით მიმართოს უნივერსიტეტის რექტორს და მოითხოვოს შედეგების გადასინჯვა;
დ) საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს საპრეტენზიო საბჭო.
13. აკადემიური ხარისხის მინიჭება/ბათილობა და დიპლომი
1. საუნივერსიტეტო განათლების ცალკეული საფეხურის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს ენიჭება შესაბამისი აკადემიური ხარისხი/კვალიფიკაცია. ბაკალავრის, მაგისტრის კვალიფიკაციას დადგენილი წესის თანახმად, ანიჭებს უნივერსიტეტი შესაბამისი ფაკულტეტის წარდგინების საფუძველზე;
2. აკადემიურ ხარისხს ადასტურებს უნივერსიტეტის რექტორისა და ფაკულტეტის დეკანის მიერ ხელმოწერილი და უნივერსიტეტის ბეჭდით დამოწმებული დიპლომი, სტანდარტული დანართითურთ.