East European University (EEU)
News
EEU-ს HRM-მაგისტრების სტუმრობა კომპანიაში „დიო“ (eng)

EEU-ს HRM-მაგისტრების სტუმრობა კომპანიაში „დიო“ (eng)

 

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის სამაგისტრო სწავლების პროგრამის ხელმძღვანელი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი ლილი ბიბილაშვილი EEU-ს HRM სამაგისტრო სწავლების სტუდენტებთან ერთად კომპანიას „დიო“ Dio Ltd  ესტუმრა.  

შეხვედრა „დიოს“ დამფუძნებლებთან, გენერალურ დირექტორთან ირმა დაუშვილთან, აღმასრულებელ დირექტორთან თამაზ დაუშვილთან და ფინანსურ დირექტორთან თამარ დაუშვილთან შედგა. სტუდენტებმა კომპანიის დაარსებისა და განვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს, ასევე მოისმინეს „დიოს“ადამიანური რესურსების მიმართულებით საქმიანობის შესახებ. სტუმრობის მიზანი იყო ბიზნესისა და განათლების სფეროს დაახლოება, ბიზნეს მოთხოვნებსა და მიწოდებას შორის არსებული აცდენის, სირთულეების დაძლევის ხელშეწყობა და ბიზნესისა და განათლების სფეროს ერთობლივი ქმედების განხორციელება, საქიანობის მაღალი ეფექტიანი შედეგების მისაღწევად. ქალბატონმა თამარ დაუშვილმა იმ ფინანსური მხარდაჭერის, მზაობისა და პერსპექტივების შესახებ ისაუბრა, რომელსაც კომპანია ადამიანური რესურსების განვითარებისა და სრულფასოვანი ეფექტიანი საქმიანობისათვის ახორციელებს და მომავლშიც გეგმავს განხორციელებას. 

სტუდენტებმა კომპანიის ფამფუძნებლებისგან ის რჩევები და რეკომენდაციები მიიღეს, რაც ადამიანური რესურსების მართვის სამაგისტრო სწავლების სტუდენტებს მათი პროფესიული განვითარების წარმატებით განხორციელებაში დაეხმარება. შეხვედრის ბოლოს „დიოს“ დამფუძნებლებმა სტუდენტებს კომპანია დაათვალიერებინეს.

Back