აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU)
სიახლეები
HR Management სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები კომპანია „დიო“-ში

HR Management სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები კომპანია „დიო“-ში

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლილი ბიბილაშვილი EEU-ს HRM სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებთან ერთად კომპანია „დიო“-ს ესტუმრა. შეხვედრა შპს „დიო"-ს დამფუძნებლებთან, გენერალურ დირექტორთან ირმა დაუშვილთან, აღმასრულებელ დირექტორთან თამაზ დაუშვილთან და ფინანსურ დირექტორთან თამარ დაუშვილთან შედგა. სტუდენტებმა კომპანიის დაარსებისა და განვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს, ასევე მოისმინეს „დიოს“ადამიანური რესურსების მიმართულებით საქმიანობის შესახებ. სტუმრობის მიზანი იყო ბიზნესისა და განათლების სფეროს დაახლოება, ბიზნესის მოთხოვნებსა და მიწოდებას შორის არსებული აცდენის, სირთულეების დაძლევის ხელშეწყობა და ბიზნესისა და განათლების სფეროს ერთობლივი ქმედების განხორციელება საქმიანობის მაღალი ეფექტიანი შედეგების მისაღწევად. ქალბატონმა თამარ დაუშვილმა იმ ფინანსური მხარდაჭერის, მზაობისა და პერსპექტივების შესახებ ისაუბრა, რომელსაც კომპანია ადამიანური რესურსების განვითარების სრულფასოვანი და ეფექტიანი საქმიანობისათვის ახორციელებს და მომავლში გეგმავს.
სტუდენტებმა კომპანიის დამფუძნებლებისგან ის რჩევები და რეკომენდაციები მიიღეს, რაც ადამიანური რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს მათი პროფესიული განვითარების წარმატებით განხორციელებაში დაეხმარებათ. შეხვედრის ბოლოს „დიოს“ დამფუძნებლებმა სტუდენტებს კომპანიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინეს.

უკან