პირველად EEU-ს ისტორიის განმავლობაში აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში დოქტორანტების პროსპექტუსების წარდგენა გაიმართა. სადისერტაციო წინასწარი გეგმის მომხსენებლები EEU-ს ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დოქტორანტურის სტუდენტები თემურ ალავიძე, დავით ვაჭარაძე და თინათინ მამესწარაშვილი იყვნენ. ნაშრომების წარდგენას შალვა მაჭავარიანი, ავთანდილ გაგნიძე, მიხეილ თოქმაზიშვილი, თემურ მაისურაძე, რუსუდან კვარაცხელია, დავით ჭელიძე და გელა გრიგოლაშვილი ესწრებოდნენ. კომისიის წევრებმა და ხელმძღვანელებმა EEU-ს დოქტორანტებს ისტორიული დღე და წარმატებული გამოსვლა მიულოცეს!