აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU)
სიახლეები
EEU-ს დოქტორანტების პროსპექტუსების წარდგენა

EEU-ს დოქტორანტების პროსპექტუსების წარდგენა

დღეს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე დოქტორანტების პროსპექტუსების წარდგენა გაიმართა.

სადისერტაციო ნაშრომის წინასწარი გეგმის მომხსენებლები EEU-ს ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დოქტორანტურის სტუდენტები თემურ ალავიძე, დავით ვაჭარაძე და თინათინ მამესწარაშვილი იყვნენ.

ნაშრომების წარდგენას პროფესორები შალვა მაჭავარიანი, ავთანდილ გაგნიძე, მიხეილ თოქმაზიშვილი, თემურ მაისურაძე, რუსუდან კვარაცხელია, დავით ჭელიძე და გელა გრიგოლაშვილი ესწრებოდნენ.

კომისიის წევრებმა და ხელმძღვანელებმა EEU-ს დოქტორანტებს ისტორიული დღე და წარმატებული გამოსვლა მიულოცეს!

უკან