2015 წლის 25 მარტს აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტს ეწვივნენ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე და ამავე უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ვახტანგ სართანია. პროფესრომა სერგო ვარდოსანიძემ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობის პრობლემები XX-XXI საუკუნეებში“.