აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU)

EEU

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU)  გაძლევთ შესაძლებლობას მიიღოთ განათლება, რომელსაც რეალურად გამოიყენებთ.  თქვენი მომავალი წარმატების გარანტი EEU–ს თანამედროვე,  ევროპული სტანდარტების შესაბამისი პროგრამები და მაღალკვალიფიციური,  გამოცდილი პროფესურა იქნება.

EEU ახორციელებს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს იურიდიულ, ეკონომიკისა და ბიზნესის,  ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა   ფაკულტეტებზე. თქვენ გექნებათ შანსი მონაწილეობა მიიღოთ სხვადასხვა საერთაშორისო,  გაცვლით და სასერტიფიკატო პროგრამებში,  სპეციალური ტრენინგ კურსები კი დაგეხმარებათ პროფესიული უნარების განვითარებაში.

EEU–ში გელით მყუდრო,  კეთილგანწყობილი გარემო,  საუკეთესო ინფრასტრუქტურა, სხავადასხვა სახის ღონიძიებები, კონფერენციები,   საინტერესო საუნივერსიტეტო და   სტუდენტური პროექტები.  წარმატებული სტუდენტები ჩაერთვებიან საუნივერსიტეტო საქმიანობაში და შეიძენენ პრაქტიკულ გამოცდილებას.  არ გაუშვათ შანსი    მიიღოთ საუკეთესო განათლება და გქონდეთ წარმატებული პროფესიული კარიერა.