1. პრეამბულა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (შემდგომში - აეუ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა. უნივერსიტეტის საქმიანობა ემყარება ჰუმანიზმის, ტოლერანტობისა და თანასწორობის პრინციპებს. იგი ღიაა ყველა სტუდენტისა და პროფესორისათვის განურჩევლად მათი ეთნიკური კუთვნილებისა, სქესისა, სოციალური წარმოშობისა, პოლიტიკური თუ რელიგიური შეხედულებებისა.
უნივერსიტეტის მიზანია:
ა) მომავალი თაობების აღზრდა ქართული კულტურითა და ტრადიციებით; საუნივერსიტეტო განათლებისა და სამეცნიერო კვლევების განვითარება;
ბ) მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით;
გ) უნივერსიტეტში აკადემიური განათლების ორსაფეხურიანი სწავლების ციკლის (ბაკალავრიატი-მაგისტრატურა), უმაღლესი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება.
დ) სტუდენტის ჩამოყალიბება პროგრესულად მოაზროვნე, ჭეშმარიტ მოქალაქედ, თავისუფლებისმოყვარე და დემოკრატ პიროვნებად;
ე) უნივერსიტეტის ინტეგრაცია მსოფლიო საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში; საქართველოსა და უცხოეთის უნივერსიტეტებთან ერთობლივი სასწავლო პროგრამებისა და სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელება;
ვ) უნივერსიტეტში მიღებული ცოდნის რეალიზება საქართველოსა და მსოფლიო საზოგადოების წიაღში;
ზ) სტუდენტზე ორიენტირებული საუნივერსიტეტო გარემოს შექმნა.
2. ეთიკის კოდექსის დანიშნულება და გამოყენება
2.1. აეუ ეთიკის კოდექსი განკუთვნილია უნივერსიტეტის აკადემიური, ადმინისტრაციული, დამხმარე პერსონალის, მასწავლებლების,მოწვეული პედაგოგებისა და სტუდენტებისათვის. იგი საუნივერსიტეტო ღირებულებების, კანონმდებლობისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად, ადგენს აკადემიური, ადმინისტრაციული, დამხმარე პერსონალის, მასწავლებლების, მოწვეული პედაგოგებისა და სტუდენტური კონტიგენტის ქცევის ნორმებს, მათ შორის წამოჭრილი ეთიკური პრობლემების მოგვარების შესაძლო გზებს.
2.2. ამ კოდექსის მიზანია ჩამოაყალიბოს პრინციპები, რომლის მიხედვითაც უნდა იმოქმედონ აკადემიური, ადმინისტრაციული,დამხმარე პერსონალის წარმომადგენლებმა, მასწავლებლებმა, მოწვეულმა პედაგოგებმა და სტუდენტებმა.
2.3. ეთიკის კოდექსი შემუშავებულია უნივერსიტეტის ყველა დაინტერესებულ მხარესთან კონსულტაციების და აზრთა გაცვლის საფუძველზე. იგი მოქმედებს სხვა ნორმატიულ აქტებთან ერთად და განახლებადია.
3. ეთიკის კოდექსის პრინციპები და სტანდარტები
3.1. აკადემიური პერსონალი, მასწავლებლები და მოწვეული პედაგოგები
3.1.1. სწავლების პროცესი
აკადემიური პერსონალის, მასწავლებლებისა და მოწვეული პედაგოგების ძირითადი მოვალეობაა აღზარდონ და ჩამოაყალიბონ მაღალი პროფესიული დონის ახალგაზრდა სპეციალისტები. ამ მიზნით:
ა) სასწავლო პროცესი უნდა წარმართონ უნივერსიტეტის მიერ დამტკიცებული სასწავლო გეგმის მიხედვით;
ბ) დარგის, ან მეცნიერების შესაბამის სფეროში მიმდინარე ცვლილებების კვალდაკვალ, პერიოდულად უნდა განაახლონ სალექციო კურსის თემატიკა და სტრუქტურა, სრულყონ მისი წარმართვის მეთოდიკა;
გ) გაუწიონ სტუდენტებს ინტელექტუალური და აკადემიური ხელმძღვანელობა, რისთვისაც ოფიციალურად უნდა გამოყონ საკონსულტაციო დამატებითი საათები.
3.1.2. სტუდენტებთან ურთიერთობა
აკადემიური პერსონალის წარმომადგენლების, მასწავლებლებისა და მოწვეული პედაგოგების საქმიანობა და სტუდენტებთან ურთიერთობა უნდა ემყარებოდეს ეთიკურ ნორმებს, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს არამარტო შრომისმოყვარე, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების, არამედ ქვეყნის პატრიოტი, პატიოსანი და კანონმორჩილი მოქალაქეების ჩამოყალიბებას. ამ მიზნით:
ა) აკადემიური პერსონალი, მასწავლებელი და მოწვეული პედაგოგი ლექციაზე უნდა შევიდეს დროულად, ჯეროვან დონეზე მომზადებული და მაქსიმალურად ორგანიზებული. არ უნდა დაუშვას ლექციის დროზე ადრე დამთავრება, ან გაცდენა სერიოზული მიზეზის გარეშე. დანიშნულ დროს დადგენილი წესის შესაბამისად, ჩაატაროს გამოცდა და შეაფასოს ყველა გამოცხადებული სტუდენტის ცოდნა;
ბ) შექმნას ყველა საჭირო პირობა პატიოსანი და გამჭვირვალე აკადემიური გარემოს ფორმირებისათვის; შეიმუშაოს და დანერგოს სწავლებისა და შეფასების ისეთი მეთოდები, რომლებიც განაპირობებს სტუდენტების აკადემიურ პატიოსნებას და გამორიცხავს პლაგიატს და პროფანაციას; ხელი უნდა შეუწყოს მოსაზრებათა და შეხედულებათა გაცვლას, რათა ობიექტურობისა და სამართლიანობის პრინციპებზე დაყრდნობით, გამოირიცხოს სხვადასხვა პრობლემის წარმოშობა;
გ) სტუდენტებს უნდა გააჩნდეთ ამომწურავი ინფორმაცია შეფასების სისტემის შესახებ; უნდა გამოირიცხოს შეფასებაზე მოქმედი ისეთი ფაქტორები, როგორიცაა: ფავორიტიზმი, პროტექციონიზმი, რელიგიური, რასობრივი, ეთნიკური, თუ პოლიტიკური კუთვნილება,ოჯახური მდგომარეობა და სხვ.; დაუშვებელია ამ ფაქტორებით სტუდენტთა დისკრიმინაცია;
დ) მიუღებელია სტუდენტების შესაძლებლობათა გამოყენება პირადი გამორჩენის მიზნით, ან კოლეგებთან პროფესიული უთანხმოების ინსტრუმენტად.
3.1.3. ეთიკის ნორმების დაცვა
აკადემიური პერსონალის, მასწავლებლებისა და მოწვეული პედაგოგების მიერ ეთიკური ნორმების დარღვევისათვის დაწესებულია აეუ-ს შინაგანაწესითა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებით დადგენილი ზომები.
3.1.4. კოლეგებთან ურთიერთობა.
ა) აკადემიური პერსონალის წარმომადგენელმა, მასწავლებელმა და მოწვეულმა პედაგოგმა პატივი უნდა სცეს კოლეგის აკადემიურ დამოუკიდებლობას, სამართლიანად და ობიექტურად უნდა შეაფასოს მისი საქმიანობა და ნაშრომები; კოლეგის კრიტიკა უნდა იყოს კონსტრუქციული; არ უნდა გაკეთდეს უხეში და მიუღებელი კომენტარები კოლეგის სწავლების მეთოდებზე, დაუშვებელია კოლეგის დამცირება, შეურაცხყოფა ან ანონიმურად დადანაშაულება.
ბ) აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებმა, მასწავლებლებმა და მოწვეულმა პედაგოგებმა თანაბრად და სამართლიანად უნდა გადაინაწილონ უნივერსიტეტის მართვასთან დაკავშირებული მოვალეობები, აქტიური დახმარება უნდა გაუწიონ კოლეგებს პროფესიული განვითარების საქმეში.
3.1.5. ადმინისტრაციულ და დამხმარე პერსონალთან ურთიერთობა
ა) აკადემიურ პერსონალს, მასწავლებლებს, მოწვეულ პედაგოგებს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და დამხმარე პერსონალსშორის უნდა არსებობდეს პატივისცემაზე და სამართლიანობაზე დაფუძნებული ურთიერთობა. რომელიმე მხრიდან დაუშვებელია დისკრიმინაცია.
ბ) აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებმა, მასწავლებლებმა და მოწვეულმა პედაგოგებმა არ უნდა გამოიყენონ ადმინისტრაციის წარმომადგენლები და დამხმარე პერსონალი საკუთარი გამორჩენის მიზნით, არ უნდა მოითხოვონ კანონით გაუთვალისწინებელი შეღავათები და დათმობები, რაც ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა თუ დამხმარე პერსონალს ეთიკური დილემის წინაშედააყენებს.
3.1.6. უნივერსიტეტი, აკადემიური პერსონალი, მასწავლებლები და მოწვეული პედაგოგები
ა) აკადემიური პერსონალი, მასწავლებლები და მოწვეული პედაგოგები უნივერსიტეტის ძირითადი საქმიანობის წარმმართველი ძალაა.ამ პერსონალის წარმომადგენლები ვალდებული არიან სისტემატურად იღვწოდნენ აკადემიური, პედაგოგიური და პროფესიულიდონის ასამაღლებლად. ამასთან, აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებს, მასწავლებლებსა და მოწვეულ პედაგოგებს ეკისრებათმოვალეობა მიიღონ აქტიური მონაწილეობა უნივერსიტეტის საზოგადოებრივ თუ საორგანიზაციო საქმიანობაში.
ბ) აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებმა, მასწავლებლებმა და მოწვეულმა პედაგოგებმა თავი უნდა შეიკავონ უნივერსიტეტის ფარგლებს გარეთ ისეთ საქმიანობაში ჩართვისა, თუ ვალდებულებების აღებისაგან, რაც ხელს შეუშლის მათი საუნივერსიტეტო მოვალეობების სრულფასოვნად განხორციელებას.
გ) აკადემიურმა პერსონალმა, მასწავლებლებმა და მოწვეულმა პედაგოგებმა დანიშნულებისამებრ და ეფექტიანად უნდა გამოიყენონ უნივერსიტეტის შენობა, ტექნიკა, აღჭურვილობა და სხვა რესურსები საუნივერსიტეტო საქმიანობის სრულად განსახორციელებლად.
დ) აკადემიური პერსონალი, მასწავლებლები და მოწვეული პედაგოგები სამართლიანად და პატივისცემით უნდა მოეპყრონ უნივერსიტეტის ყველა თანამშრომელსა და სტუდენტს.
ე) აკადემიური პერსონალის წამომადგენელმა, მასწავლებელმა და მოწვეულმა პედაგოგმა დროულად უნდა აცნობოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას სამსახურის დატოვების შესახებ.
3.2. ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალი
3.2.1. ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის მოვალეობაა უნივერსიტეტში შექმნას სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობისა დაპროფესიული განვითარებისთვის აუცილებელი მორალური, ფინანსურ-ეკონომიკური და საყოფაცხოვრებო გარემო.
3.2.2. ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალი პატივს უნდა სცემდეს უნივერსიტეტს, თანამშრომლებსა და სტუდენტებს მოეპყროს სამართლიანად და პატივისცემით. ადმინისტრაციულმა პერსონალმა უნდა შეიმუშაოს და განახორციელოს ისეთი პოლიტიკა, რომელიც გამორიცხავს თანამშრომლებისა და სტუდენტების დისკრიმინაციას სქესისა და ასაკის, რასობრივი, ეთნიკური,პოლიტიკური ან რელიგიური კუთვნილების საფუძველზე.
3.2.3. ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის საქმიანობა უნდა ეფუძნებოდეს ეთიკის მაღალ სტანდარტებს, კეთილსინდისიერებას და პატიოსნებას; ხელს უწყობდეს საზოგადოებაში უნივერსიტეტის სახელისა და ავტორიტეტის განმტკიცებას.ამ მიზნით:
ა) ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალი უნდა ემორჩილებოდეს უნივერსიტეტის მიერ დადგენილ წესებს, პროცედურებსა და არსებულ კანონმდებლობას;
ბ) ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის წარმომადგენელი არ უნდა მონაწილეობდეს უნივერსიტეტის ისეთ კომერციულ საქმიანობაში, საიდანაც მას, ან მისი ოჯახის წევრს პირადი სარგებელი გააჩნია. ეს კვალიფიცირდება, როგორც ინტერესთა კონფლიქტი და თავიდანვე უნდა აღიკვეთოს;
3.2.4. ადმინისტრაციულმა და დამხმარე პერსონალმა, უნივერსიტეტის საჭიროებისათვის ეფექტიანად უნდა გამოიყენოს უნივერსიტეტის ქონება, სამუშაო დრო, ინტელექტუალური შესაძლებლობები და სხვა რესურსები.
3.2.5. ადმინისტრაციის წარმომადგენელმა და დამხმარე პერსონალმა არ უნდა გაამჟღავნოს პროფესიული საქმიანობის დროს მიღებულიკონფიდენციალური ინფორმაცია, გარდა ლეგიტიმური საჭიროებისა.
3.2.6. ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის წარმომადგენლების მიერ ეთიკური ნორმების დარღვევისათვის გათვალისწინებულია აეუ-ს შინაგანაწესითა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებით დადგენილი ზომები.
3.3. სტუდენტები
3.3.1. სტუდენტები ვალდებული არიან პატივი სცენ იმ უნივერსიტეტს, სადაც ისინი ცოდნას ეუფლებიან. ისწავლონ, მონაწილეობამიიღონ ჩატარებულ კვლევებში, დაიცვან ეთიკის კოდექსში არსებული მოთხოვნები და ამით ხელი შეუწყონ უნივერსიტეტის ავტორიტეტის ამაღლებას, ამასთანავე ზედმიწევნით დაიცვან აეუ-სთან დადებული ხელშეკრულების პირობები.
3.3.2. სტუდენტმა პატივი უნდა სცეს აეუ-ს პერსონალს. პრობლემების წარმოშობის შემთხვევაში მათი გადაჭრა უნდა მოხდეს უნივერსიტეტში არსებული წესდების, შინაგანაწესის, დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებისა და ეთიკის კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად.
3.3.3. სტუდენტისათვის შეუფერებელ და არაეთიკურ ქცევად ჩაითვლება:
1) შეურაცხყოფის მიყენება, ძალადობა სხვა სტუდენტების, აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის წარმომადგენლების, მასწავლებლებისა და მოწვეული პედაგოგების მიმართ.
2) აკადემიური სიყალბე, რაც გულისხმობს:
ა) გადაწერას სხვა სტუდენტის ნამუშევრიდან, ან გამოყენებას სხვა სახის დამხმარე მასალისა, რომელიც ლექტორის მიერ წინასწარ არ არის ნებადართული;
ბ) სხვა სტუდენტის ნაცვლად გამოცდის ჩაბარებას, ან თხოვნას სხვა პირისათვის, რომ მის მაგივრად ჩააბაროს გამოცდა;
გ) კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვებას გამოცდის შესახებ;
დ) სხვა პირის ნამუშევრის როგორც საკუთარის წარმოჩენას;
ე) წყაროს მითითების გარეშე, სხვისი ნაშრომის ან გამონათქვამის ციტირებას - პლაგიატს;
ვ) თავისი საუნივერსიტეტო მონაცემების გაყალბებას;
ზ) სხვა სტუდენტის ნამუშევრის მოპარვას, განადგურებას, ან შეცვლას;
თ) ხელის შეშლას სხვა სტუდენტებისათვის სწავლასა და კვლევის პროცესში საჭირო რესურსების დამალვით, მოპარვით ანგანადგურებით;
ი) სხვა სტუდენტისათვის ხელის შეწყობას აკადემიურ სიყალბეში;
კ) კვლევითი სამუშაოების ფაქტობრივი ინფორმაციის გამოყენებას ან გაყალბებას;
ლ) კონფიდენციალური ინფორმაციის გამოყენებას.
მ) შეფასების მიღების მცდელობას გამომცდელზე მუქარით, ფიზიკური, ან ფსიქოლოგიური ზემოქმედებით, მოტყუებით,თაღლითობითა თუ სხვა დაუშვებელი ხერხებითა და ქმედებით;
3.3.5. აკადემიური სიყალბის დაფიქსირების შემთხვევაში, სტუდენტი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს შესაბამის სტრუქტურას.
3.3.6. სტუდენტი ვალდებულია დაემორჩილოს უნივერსიტეტის საქმიანობის მარეგულირებელ წესებს.
3.3.7. სტუდენტისათვის არაეთიკურ და კანონსაწინააღმდეგო ქცევად ჩაითვლება თამბაქოს მოწევა უნივერსიტეტის შენობაში.
3.3.8. სტუდენტის მიერ ეთიკური ნორმების დარღვევისათვის დადგენილია აეუ-ს შინაგანაწესითა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებით გათვალისწინებული ზომები.
3.3.9. უნივერსიტეტის სტუდენტი ვალდებულია:
ა) დაიცვას ეთიკისა და ქცევის საყოველთაოდ მიღებული ნორმები;
ბ) გაუფრთხილდეს უნივერსიტეტის კუთვნილ ქონებას. აღნიშნული პუნქტის დარღვევის შემთხვევაში, სტუდენტს ეკისრება მატერიალური ზარალის ანაზღაურების ვალდებულება, რაც დაიქვითება მისი სწავლის საფასურიდან.
3.3.10. უნივერსიტეტი ვალდებულია ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესისა და სხვა საკანონმდებლო აქტების შესაბამისად, დაიცვას სტუდენტის უფლებები.
3.4. დასკვნითი ნაწილი
3.4.1. პიროვნების პასუხისმგებლობა იზრდება ნორმების განმეორებითი დარღვევის ან დისციპლინური გადაცდომის ხარისხის პროპორციულად.
3.4.2. აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის წარმომადგენლის, ასევე მასწავლებლებისა და მოწვეულიპედაგოგების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხს წყვეტს წარმომადგენლობითი საბჭო. მიღებული გადაწყვეტილება დაინტერესებულ პირს წერილობით უნდა ეცნობოს. გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა იყოს დასაბუთებული.
3.4.3. სტუდენტის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხს წყვეტს ფაკულტეტის საბჭო, უნივერსიტეტის წესდების, შინაგანაწესის,დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების, ეთიკის კოდექსისა და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისშესაბამისად. სტუდენტს უფლება აქვს დაესწროს თავისი საქმის განხილვას და ისარგებლოს კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.