„აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში“ თსუ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტის, 19 წლის ლუკა დავიანტის დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა. ლუკას თავის ტვინის სიმსივნე აქვს და მისთვის უცხოეთში მკურნალობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სტუდენტის დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტში ჯგუფები და სოლო მომღერლები მონაწილეობდნენ. ღონისძიების მხარდამჭერი ქალაქ თბილისის მერია გახლავთ,ხოლო შეკრებილ სტუმრებს კომპანია „ნატახტარი“ ლიმონათით გაუმასპინძლდა. დღესვე უნივერსიტეტში „EEU loyal box”-ის პრეზენტაცია გაიმართა,სადაც ლუკასთვის 480 ლარი შეგროვდა. ლუკას დასახმარებლად საქველმოქმედო ღონისძიებები უნივერსიტეტში და ასევე მის ფარგლებს გარეთ გაგრძელდება და 2 კვირის განმავლობაში შემოსული თანხა მის სახელზე ლიბერთი ბანკში გახსნილ ანგარიშზე GE74LB0711119238796000 (მიმღები: ტაისა) ჩაირიცხება. მათ ვინც კონცერტს ვერ დაესწრო, შეუძლია დარეკოს ნებისმიერი ქსელიდან: 0901700388 (ზარის ღირებულება 1 ლარი) და საკუთარი წვლილი შეიტანოს ახალგაზრდის გამოჯანმრთელების კეთილშობილურ საქმეში. „EEU loyal box”-ში მომავალშიც შეგროვდება თანხა, რომელიც ჯანმრთელობისა და სოციალური პრობლემების მქონე პირების მდგომარეობის გაუმჯობესებას მოხმარდება.