„აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის” რექტორი დავით ჩერქეზიშვილი და EEU-ს სტუდენტები გულაშვილების მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრნენ, ახალი წელი მიულოცეს და EEU Loyal box-ში შეგროვებული სხვადასხვა ნივთი გადასცეს. ამ ოჯახის ისტორიამ EEU-ს მიერ გამოცხადებულ კონკურსში ყველაზე მეტი მოწონება (Like) დააგროვა და სტუდენტების თანადგომა დაიმსახურა.
EEU Loyal box-ში ნივთების შეგროვება უწყვეტ რეჟიმში გრძელდება, რათა მომავალში შეგროვილი საჩუქრები, იმ გმირებს გადავცეთ, რომელთა ისტორიებიც უნივერსიტეტის სხვა სტუდენტებმა მოიძიეს და ჩვენამდე მოიტანეს.