„აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში“ სტუდენტთა მომსახურების ცენტრი გაიხსნა, რომელიც ერთი ფანჯრის პრინციპით იმუშავებს. ამიერიდან, სტუდენტებმა მათთვის საჭირო ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართონ არსებულ ცენტრს, მე-2 სართული, ოთახი #7. ერთი ფანჯრის პრინციპით შექმნილი ცენტრის მიზანი სტუდენტების უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ და აკადემიურ რგოლთან ეფექტური კომუნიკაცია და ხარისხიანი მომსახურების განხორციელებაა.
სამუშაო საათები: 10:00-17:00; ოთხშაბათს 10:00-15:00; შაბათ-კვირის გარდა.