აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU)

ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველო (ელსა საქართველო)

უკან

ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველო (ელსა საქართველო)

ელსა საქართველოს ისტორია

ელსა საქართველოევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის ნაწილი 2008 წლის 2 ნოემბერს, გერმანიაში, ქალაქ ნიუმბერგში გახდა, როდესაც ასოციაციის საერთაშორისო საბჭოს რიგით 54-ე შეხვედრაზე ასოციაციის წევრებმა საქართველოს ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი და მიანიჭეს დამკვირვებლის სტატუსი, რაც წევრობის პირველი საფეხურია.

2009 წლის 28 ოქტომბერსკირუმინეთში, ქალაქ სინაიაში, ასოციაციის საერთაშორისო საბჭოს რიგით 56-ე შეხვედრაზე, ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველო ასევე ერთსულოვნად იქნა არჩეული ასოციაციის სრულუფლებიან წევრად.

მრავლისმეტყველია, რომ მაშინ როდესაც საქართველოს ინტეგრაცია ევროპისა და მსოფლიოს საერთაშორისო სივრცეში ასეთი აქტუალურია, ქართველი სტუდენტობა უკვე ევროპული საზოგადოების ღირსეულ ნაწილს წარმოადგენს.

დაარსების დღიდან ელსა საქართველომ განახორციელა მასშტაბური (საერთაშორისო, რეგიონალური) პროექტები, რომელშიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუდენტები. ეს ღონისძიებებია: ადგილობრივი თუ საერთაშორისო იმიტირებული პროცესები, სემინარები, კონფერენციები, სასწავლო ვიზიტები, სამართლის სკოლები, სამეცნიერო ჯგუფები და პუბლიკაციები.

აგრეთვე აღნიშვნის ღირსია ასოციაციის საერთაშორისო საბჭოს რიგით 62-ეშეხვედრა, რომელსაც ბათუმმა უმასპინძლა 2012 წლის 4-11 ნომებერს და რომლის ფარგლებშიც საქართველოს 250 დელეგატი ეწვია ევროპის 41 ქვეყნიდან.