აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, მიმართულება საჯარო სამართალი, საკონსტიტუციო სამართალი. სამართლის დოქტორი (თსუ), საქართველოს პრეზიდენტის ორგზის სტიპენდიანტი, გამარჯვებულია 2014 წლის ნომინაციაში: „ქართული კონსტიტუციონალიზმის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის“. ავტორია 10 წიგნის, აგრეთვე არის საქართველოს კონსტიტუციის კომენტარების, საქართველოს საკონსტიტუციო სამართალში სახელმძღვანელოს თანაავტორი. 2007-2014 წლებში იყო საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და სამართლის სკოლის სადისერტაციო საბჭოების ხელმძღვანელი. მონაწილეობს ეროვნულ და საერთაშორისო კონფერენციებში. არის შპს „ევროპის აკადემიური ცენტრის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ასოციაცია „საქართველო-ევროპის თანამშრომლობის“ დამფუძნებელი და პრეზიდენტი. ყავს მეუღლე და ორი შვილი.