ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი და ფარმაცევტულ მეცნიერებათა კანდიდატი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი, თსსუ იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო კვლევითი დეპარტამენტის უფროსი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ასოცირებული პროფესორი, სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტის სრული პროფესორი. 38 სამეცნიერო ნაშორმისა და 24 თეზისის ავტორი. მისი 12 სტატიაა დაბეჭდილი ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის მაღალი რეიტინგის იმპაქტ-ფაქტორიან ჟურნალებში, ასევე 12 სტატია რუსეთისა და დსთ-ს ქვეყნების იმპაქ-ფაქტორიან ჟურნალებში. 17 პლენარული თუ ზეპირი მოხსენება საზღვარგარეთის საერთაშორისო კონფერენციებზე, მათ შორის აშშ, იტალია, ესპანეთი, ბულგარეთი, რუსეთი და სხვ.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის წევრი და ერთ-ერთი დამფუძნებელი, საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის წევრი, იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი. ფლობს რამდენიმე უცხო ენას.