აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU)
სიახლეები
ჩეხეთის დელეგაცია აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტში!

ჩეხეთის დელეგაცია აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტში!

მიმდინარე წლის 14 მაისს აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტს ჩეხეთის დელეგაცია ეწვია. კერძოდ, ჩეხეთის რესპუბლიკის დეპუტატთა პალატის მეცნიერების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავჯდომარე ჟირი ზლატუშკა და კომიტეტის სხვა წევრები, დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იყვნენ ჩეხეთის ელჩი საქართველოში ტომას პერნიცკი და მისი მოადგილე ვერონიკა სიდო. 
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტსა და ჩეხეთის წამყვან უნივერსიტეტებს შორის, განიხილეს ერთობლივი გაცვლითი პროგრამებისა და ჩეხეთის მხარის მიერ EEU- ს სტუდენტთა სწავლის დაფინანსების განხორციელების საკითხები. 
სტუმრებმა დაათვალიერეს ინფრასტრუქტურა, გაეცვნენ უნივერსიტეტში არსებულ პროგრამებს და გამოთქვეს სურვილი ერთობლივი გაცვლითი პროგრამების ფარგლებში წარჩინებული სტუდენტების ჩეხეთის რესპუბლიკაში სწავლის დაფინასების შესახებ.

უკან