აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU)
სიახლეები
ცესკოს საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან

ცესკოს საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან

აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტში მიმდინარე წლის 29 მაისს საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამართა სტუდენტებისთვის საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა და დებატები. შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტების ინფორმირება არჩევნების მნიშვნელობისა და საარჩევნო პროცედურების საკითხებთან დაკავშირებით. შეხვედრაზე განიხილეს შემდეგი საკითხები:
1) არჩევნების მნიშვნელობა;
2) არჩევნების ისტორია საქართველოში;
3) 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები;
4) საარჩევნო პროცედურები.
ღონისძიების ფარგლებში სტუდენტების მონაწილეობით გაიმართა კარლ პოპერის სახელობის დებატები და მონაწილეები დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით.

უკან