აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU)
სიახლეები
EEU-ს კიდევ ერთი სტუდენტი დიდ ბრიტანეთში

EEU-ს კიდევ ერთი სტუდენტი დიდ ბრიტანეთში

აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის კიდევ ერთი სტუდენტი მიემგზავრება სწავლის გასაგრძელებლად დიდ ბრიტანეთში, ამჯერად ლონდონის კომერციის სკოლაში (LSC). დავით აგაჯანოვმა მიიღო საუნივერსიტეტო დაფინანსება 12 000 ფუნტის ოდენობით და სწავლას განაგრძობს ლონდონის კომერციის სკოლაში. 
დავით აგაჯანოვს გამგზავრების წინ შეხვდნენ უნივერსიტეტის რექტორი დავით ჩერქეზიშვილი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე სოფო გაგნიძე და მას წარმატებები უსურვეს. 
ვულოცავთ დავითს ამ მიღწევას და ვუსურვებთ წარმატებებს.

უკან