აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU)
სიახლეები
,,ოლიმპიური გაკვეთილების’’ პრეზენტაცია

,,ოლიმპიური გაკვეთილების’’ პრეზენტაცია

მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ,,თბილისი 2015’’-ის საორგანიზაციო კომიტეტის პროექტის ,,ოლიმპიური გაკვეთილების’’ საზეიმო გახსნის ცერემონიალი. ღონისძებაში უნივერსიტეტის სტუდენტები, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის და მედიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. პრეზენტაციის ფარგლებში სტუდენტები გაეცნენ ინფორმაციას ფესტივალისა და მოხალისეობის შესახებ. 

აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს ,,თბილისი 2015’’-ის საორგანიზაციო კომიტეტთან და მომავალშიც მზადყოფნას გამოთქვამს. ჩვენი არაერთი სტუდენტი უკვე ჩართულია პროგრამაში მოხალისედ. უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ ფესტივალის ორგანიზებასა და განხორციელებაში. მომდევნო კვირაში კი უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის გაიმართება საინფორმაციო პრეზენტაციების სერია.

2015 წლის გაზაფხულიდან დაიწყება მოხალისეთა მომზადება ფესტივალისათვის. ისინი გაივლიან სხვადასხვა ტრეინინგებს, რაც მათ ფუნქციონალურ მოვალეობებთან იქნება დაკავშირებული. მათ ასევე გადაეცემათ სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის შექმნილი უნიკალური ბრენდირებული ეკიპირება და ფესტივალის დასრულების შემდეგ თითოეულ მოხალისე დაჯილდოვდება ამ ისტორიულ მოვლენაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატით. ამასთანავრე, მთელი წლის მანძილზე მოხალისეებისათვის გაიმართება სხვადასხვა წამახალისებელი გასართობი ღონისძიებები.

უკან