აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU)
სიახლეები
I საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია განათლების საკითხებზე

I საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია განათლების საკითხებზე

25 ოქტომბერს აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა I საერთაშორისო სამეცნიერო კომფერენცია – ,,განათლების ინოვაციური ორიენტირები.“ 
შესავალი სიტყვა წარმოთქვეს აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირმა ბარბაქაძემ და ამავე ფაკულტეტის პროფესორმა ნინო სოზაშვილმა.
კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი დავით ჩერქეზიშვილი.
პლენარული სხდომის მოხსენება წარმოადგინა განათლების დოქტორმა, ავსტრიის პედაგოგიური უნივერსიტეტის პროფესორმა იან ბოჰმა, თემით – არაფორმალურად შეძენილი ცოდნის აღიარება.
სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელებმა წარმოადგინეს სექციური სხდომების მოხსენებები.
კონფერენციამ ჩაიარა საინტერესო სამუშაო ატმოსფეროში, კონფერნციის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები.

უკან