აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU)
სიახლეები
მემორანდუმი კონსტანტას ,,ანდრეი საგუნას“ უნივერსიტეტთან!

მემორანდუმი კონსტანტას ,,ანდრეი საგუნას“ უნივერსიტეტთან!

შავი ზღვის აუზის ქვეყნების უნივერსიტეტბს შორის თანამშრომლობის ქსელი UNIVER SEA.NET- არის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი, მმართველი ორგანოა რეგიონალური განვითარებისა და საჯარო ადმინისტრირების სამინისტრო, რომელთანაც თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტმა. აღნიშნული პროექტის ბენეფიციარია - კონსტანტას ,,ანდრეი საგუნას" უნივერსიტეტი (რუმინეთი). პროექტი უზრუნველყოფს უფასო კურსის მოდულის შექმნას სახლწოდებით - ,,რეგიონალური მახასიათებლების კაპიტალიზაცია საგანმანათლებლო განვითარებაში და საგანმანათლებლო ბილიკების იდენტიფიკაცია შავი ზღვის არეალში“.
მიმდინარე ეტაპზე აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტთან ერთად პროექტში მონაწილეობს: თურქეთის, მოლდოვის და რუმინეთის უნივერსიტეტები. კურსი შეთავაზებული იქნება რუმინულ, ინგლისურ, ქართულ და თურქულ ენებზე. მხარეები განავითარებენ და ხელს შეუწყობენ აკადემიური პერსონალის, სტუდენტების, პროფესიული და სამეცნიერო ინფორმაციების გაცვლას, რაც ითვალისწინებს კვლევას, აკადემიურ ტრენინგებს, კონფერენციებში, სემინარებსა და სიმპოზიუმებში მონაწილეობას და სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობას. პარტნიორებისათვის ხელმისაწვდომი გახდება კომუნიკაციის (www.univer-sea.net) პლატფორმის შემდეგი უფასო ინსტრუმენეტები: სოციალური ქსელის, ონლაინ კურსის, ონლაინ კონფერენციის, ონლაინ ბიბლოთეკისა და ახალი ამბების მოდულები.
საერთაშორისო სემინარში აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის სახელით მონაწილეობდა უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირმა ბარბაქაძე.

 

უკან