აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU)
სიახლეები
ისწავლე მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე  და მიიღე საუნივერსიტეტო დაფინანსება!

ისწავლე მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე და მიიღე საუნივერსიტეტო დაფინანსება!

 

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი  2016-2017  სასწავლო წელს აცხადებს   მიღებას მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამზე

 

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

4 საუკეთესო სტუდენტი  დაფინანსდება 100%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტით,

11 სტუდენტი დაფინანსდება  საუნივერსიტეტო სტიპენდიით და 2150 ლარის ნაცვლად ისწავლის  990 ლარად!

ადგილების რაოდენობა - 15

 

ინგლისური ენის მასწავლებელი

5 საუკეთესო სტუდენტი  დაფინანსდება 100%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტით,

15 სტუდენტი ისარგებლებს საუნივერსიტეტო სტიპენდიით  და 2250 ლარის ნაცვლად ისწავლის  990 ლარად!

ადგილების რაოდენობა- 20

 

პროგრამაზე მიღების წინაპირობა:

  • მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხებიან კანდიდატები, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ პროგრამის მოდულის შესაბამისი მასწავლებლის საგნის (ქართული ან ინგლისური) გამოცდა და წარმატებით გაივლიან შიდა საუნივერსიტეტო სპეციალობის გამოცდას.
  • შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა ჩატარდება ზეპირი ფორმით

 

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამზე სწავლის გაგრძელების მსურველმა  27 სექტემბრიდან  – 3 ოქტომბრის ჩათვლით უნივერსიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • განცხადება;
  • ავტობიოგრაფია (CV);
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • ბაკალავრის/მაგისტრის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარულად დამოწმებული ასლი;
  • სამოტივაციო წერილი;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • მასწავლებელთა საგნის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ფოტოსურათი (3X4)  - ბეჭდური 2 ც.  დაელ-ვერსია CD-ზე;

 

საბუთების მიღებისა და გამოცდის ჩატარების ვადები:

  • დოკუმენტაციის მიღება – 27  სექტემბერი – 3 ოქტომბერი;
  • გამოცდა სპეციალობაში – 4 ოქტომბერი;
  • სპეციალობის შედეგების გამოცხადება – 5 ოქტომბერი;
  • საბოლოო შედეგების გამოცხადება და ხელშეკრულებების გაფორმება 5-7 ოქტომბერი;

 

1.  მასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამაზე ელექტრონული რეგისტრაცია

2. პროგრამის აღწერილობა

3. გასაუბრების თემატიკა და შეფასების კრიტერიუმები

 

მისამართი. თბილისი, შატილის ქ. N4

საკონტაქტო: 577 50 53 54; 032 248 01 41

 

 

უკან