აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU)
სიახლეები
EEU მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალის დახურვაზე

EEU მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალის დახურვაზე

საზეიმოდ დასრულდა დღეს მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალი 2016 ვაკის პარკში, რომელსაც აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორი დავით ჩერქეზიშვილი და სტუდენტები ესწრებოდნენ. კონცერტზე შეკრებილ აუდიტორიასთან ერთად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავაც იმყოფებოდა.

მანამდე კი სასტუმრო "Rooms"-ში, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტისა და რობაქიძის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ერთობლივი სტუდენტური კონფერენცია –„სამართლის განვითარება თანამედროვე საქართველოში’’ გაიმართა. კონფერენციის ძირითადი თემატიკა იყო დემოკრატიული სამართლებრივი რეფორმების შემუშავება და მათი რეალიზაცია კერძო, საჯარო და სისხლის სამართლის სფეროებში. კონფერენციაში მონაწილე სტუდენტები სპეციალური სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ირინე დარჩიამ გახსნა, კონფერენციის ბოლოს კი სტუდენტებს სიტყვით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მიმართა და მათთვის ერთსაათიანი საჯარო ლექცია ჩაატარა, რომელიც სიტყვა-პასუხის რეჟიმში ძალიან საინტერესოდ წარიმართა. 

#მეცნიერებაგანვითარებაა 

#მეცნიერებისადაინოვაციებისფესტივალი2016

უკან