აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU)
სიახლეები
თიმ ბილდინგი EEU-ს HRM სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის!

თიმ ბილდინგი EEU-ს HRM სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის!

 

შემეცნებითი და სახალისო სიმულაციური თამაშების თანხლებით გაიმართა თიმ ბილდინგი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის. 
ღონისძიების მიზანი პროფესიონალებისაგან ადამიანური რესურსების მართვის საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება, ასევე არაფორმალურ გარემოში სტუდენტების ერთმანეთთან და გამოცდილ სპეციალისტებთან დაახლოება იყო.  


სიმულაციური თამაშების ფარგლებში ოთხი გუნდისგან შემდგარ მაგისტრატურის სტუდენტებს დამალული მინიშნებები უნდა ეპოვათ, რომლის მიხედვითაც გამოცხადებულ ვაკანსიაზე საკვალიფიკაციო მოთხოვნებს შეაგროვებდნენ. მეორე ეტაპი ინტერვიუერის შერჩევა იყო, რომელმაც მოთხოვნების შესაბამისად კითხვები მოამზადა და სიმულაციური ინტერვიუ ჩაატარა. ინტერვიუს შედეგად ოთხი კანდიდატი შეირჩა (თითო ჯგუფიდან ერთი კანდიდატი), რომელსაც ჟიურიმ სახალისო დავალება მისცა.  


ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ პროგრამის ხელმძღვანელი ლილი ბიბილაშვილი, EFES საქართველო -სააქციო საზგადოება "ლომისის " (ლუდსახარში ნატახტარი) ადმინსტრაციისა და ადამიანური რესურსების მართვის დირექტორი, "ვორლდ ვიჟენ საქართველოს" ადმინისტრაციის დირექტორი ნინო გონაშვილი და "ჰაილდელბერგცემენტის" ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორინ ეკა ვაშაკიძე. მათ პირველი და მეორე კურსის მაგისტრატურის სტუდენტებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს და რჩევები მისცეს. 
ღონისძიების ბოლოს, ჟურიმ გამარჯვებული გუნდი გამოავლინა და საჩუქრად DALLAS PUB-ის ვაუჩერი გადასცა. დანარჩენი გუნდების წევრები კი კინოთეატრების Kinoafisha.ge Rustaveli/Amirani ამირანისა და რუსთაველის ბილეთებითა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ევროკავშირის დაფინანსებით გამოცემული ალბომებით დაჯილდოვდნენ. 
ღონისძიებას აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პრორექტორები, შალვა მაჭავარიანი და რუსუდან ჩიქოვანი ესწრებოდნენ. თითოეული გუნდის ყველა წევრი ღონისძიებაში მონაწილეობის დამადასტურებელი სიგელით დაჯილდოვდა.  


მსგავსი ტიპის ღონისძიებები ადამიანური რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში კიდევ იგეგმება.

უკან