აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU)
სიახლეები
საჯარო ლექცია EEU-ში

საჯარო ლექცია EEU-ში

 

დღეს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში საქართველოს პარლამენტის ინოვაციების საბჭოს თავმჯდომარემ, პროფესორმა თემურ მაისურაძემ საჯარო ლექცია თემაზე: ‘’თანამედროვე მმართველობითი პრობლემები და როგორ მოვიპოვოთ უპირატესობა ჩვენს საქმეში’’ გამართა.

საჯარო ლექციის მიზანი პრობლემების გადაჭრის უნარის გამომუშავების მეთოდებზე სტუდენტების ინფორმირება იყო. 
ლექციაზე მენეჯმენტის ჩამოყალიბებულ სისტემაში არსებული პრობლემების გადალახვის ისეთ გზებზე, მეთოდებსა და ინსტრუმენტთა კრებულზე იყო საუბარი, რაც ნებისმიერ დარგში მომუშავე ადამიანს გამოადგება, ასევე მომხსენებელმა - თემურ მაისურაძემ წარმატებისა და უპირატესობის მოპოვების გზები განიხილა.

ლექციას აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად უნივერსიტეტის რექტორი დავით ჩერქეზიშვილი, პრორექტორი შალვა მაჭავარიანი და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

უკან