აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU)
სიახლეები
სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია - ’’საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივები”

სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია - ’’საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივები”

 

18 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტი,  აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, თბილისის ევროპული ახალგაზრდული ცენტრის თანამონაწილეობითა და  ფრიდრიხ ებერტის ფონდის დაფინანსებით, სასტუმრო  ,,ბომონდ გარდენში’’, ატარებენ სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციას:             ’’საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივები”.                                                      

მონაწილეობენ საქართველოს უნივერსიტეტების სამართლის, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების, საჯარო  მმართველობისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლების მაგისტრატურისა  და დოქტორანტურის სტუდენტები.

გათვალისწინებულია ორიგინალური იდეებით გამსჭვალული საუკეთესო სტუდენტური სამეცნიერო ნაშრომების შერჩევა, სამეცნიერო პოტენციალის მქონე ახალგაზრდა მკლევართა წარმოჩენა და მათი პროფესიული ზრდის ხელშეწყობა.

საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომები დაჯილდოვდება და დაიბეჭდება საკონფერენციო შრომების კრებულში.                               ნაშრომებს შეაფასებენ  ქართველი და   უცხოელი მოდერატორები. 

კონფერენციაში მონაწილეობა  დაფინანსდება ორგანიზატორების  მიერ. 

 

მნიშვნელოვანი თარიღები:


– 26 ოქტომბერი, 2016, 18:00 სთ.   – ანოტაციის, აპლიკაციისა და სამეცნიერო ნაშრომის გაგზავნის ბოლო ვადა;

– 18 ნოემბერი, 2016, 10:00 –18:00 სთ.  – კონფერენცია. 

 

დამატებითი მოთხოვნები კონფერენციაში მონაწილეობისათვის: იხილეთ თანდართული  დოკუმენტი

უკან