აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU)
სიახლეები
კონფერენცია - საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივები

კონფერენცია - საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივები

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, საქართველოს საზოგადოებრივი საქმეთა ინსტიტუტის, თბილისის ევროპული ახალგაზრდული ცენტრის თანამონაწილეობითა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის დაფინანსებით დღეს, სასტუმრო „ბომონდ გარდენში“ სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია - „საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივები“ გაიმართა. ღონისძიებაში სამართლის, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების, საჯარო მმართველობისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლების მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები მონაწილეობდნენ. კონფერენციის მიზანი სამეცნიერო პოტენციალის მქონე ახალგაზრდა მკვლევართა წარმოჩენა და მათი პროფესიული ზრდის ხელშეწყობა იყო. ნაშრომები ქართველმა და უცხოელმა მოდერატორებმა შეაფასეს. საუკეთესო ნაშრომები დაჯილდოვდა და საკონფერენციო ნაშრომების კრებულში დაიბეჭდა.

ღონისძიებას აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორი, დავით ჩერქეზიშვილი და უნივერსიტეტის პროფესორები - შალვა მაჭავარიანი, შალვა კვინიხიძე, თემურ მაისურაძე, ფრიდრიხ ებერტის ფონდის, კავკასიის უნივერსიტეტისა და GIPA-ს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

უკან