აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU)
სიახლეები
EEU-სა და ფარმაცევტულ კომპანია შპს ''ნეოფარმს'' შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

EEU-სა და ფარმაცევტულ კომპანია შპს ''ნეოფარმს'' შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

დღეს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტსა და ფარმაცევტული კომპანია შპს ,,ნეოფარმს" შორის მემორანდუმი გაფორმდა. ურთიერთთანამშრომლობის მიზანი უნივერსიტეტის სტუდენტთა პროფესიული ცნობიერებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ამაღლება და განვითარებისთვის ზრუნვაა. შეთანხმება სტაჟირებისა და საწარმოო პრაქტიკის, კვლევითი და პრაქტიკული საქმიანობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. მემორანდუმს ხელი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა დავით ჩერქეზიშვილმა და შპს ,,ნეოფარმის" დირექტორმა ლაშა ბაკურაძემ მოაწერეს.

უკან