აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU)
სიახლეები
EEU-ს ფუტსალის გუნდი მერვედფინალში გადავიდა

EEU-ს ფუტსალის გუნდი მერვედფინალში გადავიდა

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის მორიგი წარმატება ფუტსალის სტუდენტურ ჩემპიონატში. დღევანდელ შეხვედრაზე EEU-მ ქართულ უნივერსიტეტთან გამარჯვება, ანგარიშით 4-3 მოიპოვა. აღნიშნული შედეგით აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდი თექვსმეტ საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა და შემდეგ ეტაპზე, მერვედფინალში გადავიდა. ტურნირი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის თასის გათამაშების ფარგლებში ტარდება.
მერვედფინალის თამაშები სპორტკოპმლექსში „არენა 2“ ხუთი დეკემბრიდან დაიწყება.

უკან