აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU)
სიახლეები
EEU-ს საქველმოქმედო აქცია

EEU-ს საქველმოქმედო აქცია

დღეს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ორგანიზებით საქველმოქმედო აქცია გაიმართა. EEU-ს სტუდენტები ლაგოდეხის რაიონის, სოფელ შრომაში მცხოვრებ 7 წლის ნინოს ესტუმრნენ, რომელსაც 79 წლის პაპა ზრდის. პატარა ნინოს სტუდენტებმა და უნივერსიტეტის მეგობარმა კომპანიებმა EEU Loyal Box-ში შეგროვებული სხვადასხვა ნივთი გადასცეს საჩუქრად. სათამაშოები, წიგნები, ტკბილეული, სასკოლო ნივთები, ორიგინალური საახალწლო კომპლექტი და სხვა სახალისო, შემეცნებითი და საახალწლო საჩუქრები შეგროვდა,სწორედ პროექტის... პარტნიორი ორგანიზაციების მიერ ლაგოდეხში,მძიმე სოციალურ პირობებში მცხოვრები გოგონასათვის. 7 წლის ნინოს განწყობაზე ზღაპრის გმირების გამოძახების სერვისმაც იზრუნა. აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი იმედოვნებს, რომ მომავალში, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, კერძო სექტორი კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთვება ამ სახის ღონისძიებების განხორციელების პროცესში.
ღონისძიებაში მონაწილეობისთვის უნივერსიტეტი მადლობას უხდის პროექტის პარტნიორებს: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა • Sulakauri Publishing ჭიტა Bebesito-საბავშვო ტანსაცმელი ზღაპრის გმირები გამოძახებით MCC

უკან