აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU)
სიახლეები
გიორგი კეკელიძე EEU-ში ლექციებს წაიკითხავს!

გიორგი კეკელიძე EEU-ში ლექციებს წაიკითხავს!

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ბიბლიოეთეკაში, თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი პოეტის, ესეისტის, პროზაიკოსისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის, გიორგი კეკელიძის საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე - ‘’წიგნიერება’’. შეხვედრას აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორი, დავით ჩერქეზიშვილი, პრორექტორი რუსუდან ჩიქოვანი და სტუდენტები დაესწრნენ. "გურული დღიურების" და "თომას ზღაპრების" ავტორმა სტუდენტებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და სხვა საინტერესო თემებზე ესაუბრა. მან ასევე 2014 წლის ეროვნული ბესთსელერის მეორე ნაწილის - ‘’გურული დღიურები 2’’ და ‘’თომას ზღაპრებიც" მიმოიხილა. შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ ახალი სასწავლო წლიდან, გიორგი კეკელიძე აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში ერთ-ერთ საგანს წაიკითხავს, თუ რომელს ამაზე მსჯელობა კვლავ მიმდინარეობს. გიორგი კეკელიძე/giorgi kekelidze

უკან