აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU)
სიახლეები
კონკურსი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად

კონკურსი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად

აღმოსავლეთ   ევროპის   უნივერსიტეტი აცხადებს   კონკურსს ჯანდაცვის ფაკულტეტზე პროფესორისა და ასოცირებული პროფესორის ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად.

კონკურსი ცხადდება 2017 წლის 10 იანვრიდან. 

ვაკანტური აკადემიური თანამდებობები

1. მიმართულება - ჯანდაცვა; დარგი - მედიცინა

1.1 პროფესორი

  • 1 ვაკანსია (სპეციალობა - შინაგანი სნეულებები);
  • 1 ვაკანსია (სპეციალობა - ზოგადი და კერძო ქირურგია).

1.2. ასოცირებული პროფესორი

  • 1 ვაკანსია (სპეციალობა - შინაგანი სნეულებები);
  • 1 ვაკანსია (სპეციალობა - ზოგადი და კერძო ქირურგია).

2.  მიმართულება-მეცნიერება/ საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი;   დარგი -  ქიმია ან/და  ქვედარგი  - ბიოქიმია

 2.1  პროფესორი  - 1 ვაკანსია;

2.2. ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია.

საკონკურსო ვაკანსიის მოთხოვნები

პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

1.    ძირითადი (საკანონმდებლო) მოთხოვნები:

ა) აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი: დოქტორის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;

ბ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება: ავტორიზებული ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 6 წელი.

2.  დამატებითი (საუნივერსიტეტო) მოთხოვნები:

ა) სილაბუსი/სილაბუსები, რომლებიც ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით;

ბ) სამეცნიერო ნაშრომები გამოქვეყნებული ბოლო 10 წლის განმავლობაში;

გ) სამეცნიერო სტიპენდიები, გრანტები, გამოგონებები და სხვა პროფესიული აქტივობები ბოლო 5 წლის განმავლობაში;

დ) სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში;

ე) ინგლისურ ენაზე სწავლების გამოცდილება.

 

შენიშვნა: პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას კვალიფიციური პირი პროფესიული ნიშნით ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.

 

ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

1.    ძირითადი (საკანონმდებლო) მოთხოვნები:

ა) აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი: დოქტორის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;

ბ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება: ავტორიზებული ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 3 წელი.

2.  დამატებითი (საუნივერსიტეტო) მოთხოვნები:

ა) სილაბუსი/სილაბუსები, რომლებიც ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით;

ბ) სამეცნიერო ნაშრომები გამოქვეყნებული ბოლო 10 წლის განმავლობაში;

გ) სამეცნიერო სტიპენდიები, გრანტები, გამოგონებები და სხვა პროფესიული აქტივობები ბოლო 5 წლის განმავლობაში;

დ) სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში;

ე) ინგლისურ ენაზე სწავლების გამოცდილება.

 

შენიშვნა: ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას კვალიფიციური პირი პროფესიული ნიშნით ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.

საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია

პროფესორის/ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. შევსებული განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (ფორმა);
  2. ავტობიოგრაფია (CV) (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
  3. შევსებული კონკურსანტის ანკეტა ელექტრონულ ვერსიასთან (დისკი) ერთად (შესავსები ფორმა განთავსებულია ვებ-გვერდზე);
  4. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  5. ერთი ფოტოსურათი, ზომით 3×4;
  6. შესაბამისი აკადემიური (სამეცნიერო) ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
  7. ავტორიზებული ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  8. ინფორმაცია ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საკონკურსო თანამდებობის/ დარგისათვის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომების შესახებ (ავტორის შეხედულებით), სამეცნიერო ნაშრომის დართვით, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო საქმიანობას;
  9. კონკურსანტის მიერ შედგენილი დარგის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუსი/სილაბუსები (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
  10. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სამეცნიერო სტიპენდიების, გრანტების, გამოგონებების და სხვა პროფესიული აქტივობების დამდასტურებელი ინფორმაცია;
  11. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი ინფორმაცია;
  12.  ინგლისური ენის ცოდნის  ან/და  ინგლისურ ენაზე სწავლების გამოცდილების  დამადასტურებელი დოკუმენტები.

შენიშვნა: პროფესორის და ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკვებელი კონკურსში მონაწილეობის მსურველი, რომლის შეფასებაც უნდა მოხდეს პროფესიული ნიშნით, ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას წარმოაუდგინოს შემდეგი დოკუმნეტაცია:

  1. შევსებული განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (ფორმა);
  2. ავტობიოგრაფია (CV) (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
  3. შევსებული კონკურსანტის ანკეტა ელექტრონულ ვერსიასთან (დისკი) ერთად (შესავსები ფორმა განთავსებულია ვებ-გვერდზე);
  4. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  5. ერთი ფოტოსურათი, ზომით 3×4;
  6. პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  7.  სპეციალური მომზადებისა ან/და გამოქვეყენბული პუბლიკაციების დამადასტურებელი დოკუმენტები;
  8.  ინგლისური ენის ცოდნის  ან/და  ინგლისურ ენაზე სწავლების გამოცდილების  დამადასტურებელი დოკუმენტები.

კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენა  და მათი რეგისტრაცია იწარმოებს 2017 წლის 13 თებერვლიდან  18 თებერვლის ჩათვლით უნივერსიტეტის კანცელარიაში (10:00-17:00 სთ, 18 თებერვალს - 10:00-14:00 სთ). მისამართი: თბილისი, შატილის ქ. N4. საკონკურსო საბუთები კონკურსანტებს უკან არ უბრუნდებათ.

კონკურსი ტარდება სამ ეტაპად (საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტთა დოკუმნეტაციის შესწავლა, პირველადი შეფასება, დოკუმენტაციის შეედეგად შერჩეული კონკურსანტებთან გასაუბრება და შეჯერება - გადაწყვეტილების მიღება) 2017 წლის 20 თებერვლიდან 9 მარტის ჩათვლით

საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება გამოქვეყნდება  არაუგვიანეს 2017 წლის 10 მარტისა .

 

საკონტაქტო ინფორმაცია: 032 248 01 41; info@eeu.edu.ge

უკან