აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU)
სიახლეები
ქართულ-ფრანგული დიპლომი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში!

ქართულ-ფრანგული დიპლომი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში!

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტსა და ქ.გრენობლის, უმაღლესი მენეჯმენტის აკადემიის თანამშრომლობის საფუძველზე ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის დიპლომთან ერთად გაიცემა ქ. გრენობლის, უმაღლესი მენეჯმენტის აკადემიის („Uniman“ - Academy of Management and Performance, Grenoble, France) დიპლომი. 
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა დავით ჩერქეზიშვილმა და ქ. გრენობლის, უმაღლესი მენეჯმენტის აკადემიის რექტორმა სოფი სილვესტრიმ. 
პროგრამას გაუძღვებიან ქართველი და ფრანგი პედაგოგები. 
სურვილის შემთხვევაში სტუდენტს შეუძლია, როგორც სრული სასწავლო კურსი, ასევე ერთი სემესტრი გაიაროს საფრანგეთში.

პროგრამაზე მიღება განხორციელდება 2017 წლის სექტემბრის თვიდან. 
პროგრამაზე სწავლის ღირებულება შეადგენს 6900 ლარს.

უკან