აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU)
სიახლეები
თანამშრომლობა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტსა და აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრს შორის

თანამშრომლობა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტსა და აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრს შორის

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ახალი სამედიცინო პროგრამის დანერგვის ფარგლებში უნივერსიტეტსა და აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. თანამშრომლობის მიზანი უნივერსიტეტში მედიცინის მიმართულებით კვალიფიციური განათლების მიღების ხელშეწყობა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაა, რომლებიც ერთის მხრივ, სტუდენტების პროფესიული განვითარებისკენ, მეორეს მხრივ კი სამედიცინო ცენტრის წარმატებული საქმიანობისკენ იქნება მიმართული. ურთიერთთანამშრომლობა სტუდენტების საწარმოო პრაქტიკისა და სტაჟირების უზრუნველყოფას მოიაზრებს. სწავლება პროგრამებზე ინგლისურ ენაზე განხორციელდება. ხელშეკრულებას ხელი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა, დავით ჩერქეზიშვილმა და აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, იოსებ ბრეგვაძემ მოაწერეს.

უკან