აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU)
სიახლეები
კონკურსი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად

კონკურსი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად

აღმოსავლეთ  ევროპის  უნივერსიტეტი აცხადებს   კონკურსს ჯანდაცვის ფაკულტეტზე პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ პროფესორისა და ასისტენტის ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად.

მიმართულება - ჯანდაცვა; დარგი - მედიცინა

პროფესორი

  • 1 ვაკანსია (სპეციალობა - მეანობა-გინეკოლოგია);
  • 1 ვაკანსია  (სპეციალობა - ზოგადი და კერძო ქირურგია)
  • 1 ვაკანსია  (სპეციალობა - შინაგანი სნეულებანი)

ასოცირებული პროფესორი

  • 1 ვაკანსია (სპეციალობა - მეანობა-გინეკოლოგია);
  • 2 ვაკანსია (სპეციალობა - ზოგადი და კერძო ქირურგია);
  • 1 ვაკანსია  (სპეციალობა - შინაგანი სნეულებანი).

ასისტენტ პროფესორი

  • 1 ვაკანსია (სპეციალობა - შინაგანი სნეულებანი);
  • 1 ვაკანსია (სპეციალობა - მეანობა-გინეკოლოგია);
  • 1 ვაკანსია (სპეციალობა - ზოგადი და კერძო ქირურგია);
  • 1 ვაკანსია (სპეციალობა - ანესთეზიოლოგია/რეანიმატოლოგია)

ასისტენტი

  • 1 ვაკანსია (სპეციალობა - შინაგანი სნეულებანი)
  • 1 ვაკანსია (სპეციალობა - მეანობა-გინეკოლოგია);
  • 1 ვაკანსია (სპეციალობა - ზოგადი და კერძო ქირურგია);
  • 1 ვაკანსია (სპეციალობა - ანესთეზიოლოგია/რეანიმატოლოგია)

მიმართულება-მეცნიერება/ საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი  (მორფოლოგია (ანატომია/ჰისტოლოგია, ციტოლოგია, ემბრიოლოგია)/ფიზიოლოგია/ბიოქიმია) და   საბაზისო სამედიცინო მეცნიერებანი (პათოლოგია)

  • პროფესორი  - 2  ვაკანსია;
  • ასოცირებული პროფესორი - 3  ვაკანსია.
  • ასისტენტ პროფესორი - 2 ვაკანსია
  • ასისტენტი - 2 ვაკანსია

მიმართულება-მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი;  დარგი -  ქიმია 

  • პროფესორი  -  1 ვაკანსია;
  • ასოცირებული პროფესორი -  1 ვაკანსია.

მიმართულება - ჯანდაცვა; დარგი - სტომატოლოგია

პროფესორი

2 ვაკანსია (სპეციალობა - თერაპიული სტომატოლოგია/ბავშვთა და მოზარდთა სტომატოლოგია/ქირურგიული სტომატოლოგია/ორთოპედიული სტომატოლოგია/ორთოდონტია);

ასოცირებული პროფესორი

  • 2 ვაკანსია (სპეციალობა -თერაპიული სტომატოლოგია/ბავშვთა და მოზარდთა სტომატოლოგია);
  • 1 ვაკანსია (სპეციალობა - ქირურგიული სტომატოლოგია).
  • 1 ვაკანსია (სპეციალობა - ორთოპედიული სტომატოლოგია)
  • 1 ვაკანსია (სპეციალობა - ორთოდონტია)

ასისტენტ პროფესორი

  • 3 ვაკანსია (სპეციალობა - თერაპიული სტომატოლოგია/ბავშვთა და მოზარდთა სტომატოლოგია)
  • 1 ვაკანსია (სპეციალობა - ქირურგიული სტომატოლოგია)
  • 1 ვაკანსია (სპეციალობა - ორთოპედიული სტომატოლოგია)
  • 1 ვაკანსია (სპეციალობა - ორთოდონტია)

ასისტენტი

  • 2 ვაკანსია (სპეციალობა - თერაპიული სტომატოლოგია/ბავშვთა და მოზარდთა სტომატოლოგია)
  • 2 ვაკანსია (სპეციალობა - ქირურგიული სტომატოლოგია)
  • 2 ვაკანსია (სპეციალობა - ორთოპედიული სტომატოლოგია)
  • 2 ვაკანსია (სპეციალობა - ორთოდონტია)

 

 მიმართულება - ჯანდაცვა; დარგი - საზოგადოებრივი ჯანდაცვა  

 ასოცირებული პროფესორი -  1 ვაკანსია.

 

საკონკურსო   ვაკანსიის   მოთხოვნები

პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

1.    ძირითადი (საკანონმდებლო) მოთხოვნები:

ა) აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი: დოქტორის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;

ბ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება: ავტორიზებული ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 6 წელი.

2.  დამატებითი (საუნივერსიტეტო) მოთხოვნები:

ა) სილაბუსი/სილაბუსები, რომლებიც ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით;

ბ) სამეცნიერო ნაშრომები გამოქვეყნებული ბოლო 10 წლის განმავლობაში;

გ) სამეცნიერო სტიპენდიები, გრანტები, გამოგონებები და სხვა პროფესიული აქტივობები ბოლო 5 წლის განმავლობაში;

დ) სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში;

ე)   საექიმო საქმიანობის გამოცდილება  (მხოლოდ ჯანდაცვის მიმართულების კლინიკური სპეციალიზაციის კონკურსანტებისთვის);

ვ) ინგლისურ ენაზე სწავლების გამოცდილება/ინგლისური ენის კომპეტენციის დადასტურება.

 

შენიშვნა: პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას კვალიფიციური პირი პროფესიული ნიშნით ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.

 

ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

1.    ძირითადი (საკანონმდებლო) მოთხოვნები:

ა) აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი: დოქტორის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;

ბ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება: ავტორიზებული ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 3 წელი.

2.  დამატებითი (საუნივერსიტეტო) მოთხოვნები:

ა) სილაბუსი/სილაბუსები, რომლებიც ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით;

ბ) სამეცნიერო ნაშრომები გამოქვეყნებული ბოლო 10 წლის განმავლობაში;

გ) სამეცნიერო სტიპენდიები, გრანტები, გამოგონებები და სხვა პროფესიული აქტივობები ბოლო 5 წლის განმავლობაში;

დ) სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში;

ე)   საექიმო საქმიანობის გამოცდილება (მხოლოდ ჯანდაცვის მიმართულების კლინიკური სპეციალიზაციის კონკურსანტებისთვის);

ვ) ინგლისურ ენაზე სწავლების გამოცდილება/ინგლისური ენის კომპეტენციის დადასტურება.

შენიშვნა: ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას კვალიფიციური პირი პროფესიული ნიშნით ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.

 

ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

1.         ძირითადი (საკანონმდებლო) მოთხოვნები:

ა)  აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი: დოქტორის ან  მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი.

2.         დამატებითი (საუნივერსიტეტო) მოთხოვნები:

ა) საექიმო საქმიანობის გამოცდილება  (მხოლოდ ჯანდაცვის მიმართულების კლინიკური სპეციალიზაციის კონკურსანტებისთვის);

ბ) სილაბუსი/სილაბუსები, რომლებიც ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით;

გ) ინგლისურ ენაზე სწავლების გამოცდილება/ინგლისური ენის კომპეტენციის დადასტურება.

შენიშვნა: ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას კვალიფიციური პირი პროფესიული ნიშნით, ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს  პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქოდენ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.

 

ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

1.         ძირითადი (საკანონმდებლო) მოთხოვნები:

ა)  დოქტორანტურის საფეხურზე სწავლა.

2.         დამატებითი (საუნივერსიტეტო) მოთხოვნები:

ა)   საექიმო საქმიანობის გამოცდილება  (მხოლოდ ჯანდაცვის მიმართულების კლინიკური სპეციალიზაციის კონკურსანტებისთვის);

ბ)  ინგლისურ ენაზე სწავლების გამოცდილება /ინგლისური ენის კომპეტენციის დადასტურება.

 

საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია

პროფესორის/ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. შევსებული განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (ფორმა);
  2. ავტობიოგრაფია (CV) (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
  3. შევსებული  კონკურსანტის ანკეტა  ელექტრონულ ვერსიასთან (დისკი) ერთად (შესავსები ფორმა განთავსებულია ვებ-გვერდზე);
  4. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  5. ერთი ფოტოსურათი, ზომით 3×4;
  6. შესაბამისი აკადემიური (სამეცნიერო) ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
  7. ავტორიზებული ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  8. ინფორმაცია ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საკონკურსო თანამდებობის/ დარგისათვის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომების შესახებ (ავტორის შეხედულებით), სამეცნიერო ნაშრომის დართვით, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო საქმიანობას;
  9. კონკურსანტის მიერ შედგენილი დარგის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუსი/სილაბუსები (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
  10. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სამეცნიერო სტიპენდიების, გრანტების, გამოგონებების და სხვა პროფესიული აქტივობების დამდასტურებელი ინფორმაცია;
  11. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი ინფორმაცია;
  12.  ინგლისური ენის ცოდნის  ან/და  ინგლისურ ენაზე სწავლების გამოცდილების  დამადასტურებელი დოკუმენტები;
  13. კლინიკური აქტივობის დამადასტურებელი დოკუმენტი  (მხოლოდ ჯანდაცვის მიმართულების კლინიკური სპეციალიზაციის კონკურსანტებისთვის);
  14. საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის ასლი  (მხოლოდ   ჯანდაცვის   მიმართულების   კლინიკური სპეციალიზაციის კონკურსანტებისთვის).

ასისტენტ-პროფესორის თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. შევსებული განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე  (ფორმა);
  2. ავტობიოგრაფია (CV) (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
  3. შევსებული  კონკურსანტის ანკეტა  ელექტრონულ ვერსიასთან (დისკი) ერთად (შესავსები ფორმა განთავსებულია ვებ-გვერდზე);
  4. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  5. ერთი ფოტოსურათი, ზომით 3×4;
  6. შესაბამისი აკადემიური (სამეცნიერო) ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
  7. კონკურსანტის მიერ შედგენილი დარგის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუსი/სილაბუსები (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
  8.  ინგლისური ენის ცოდნის  ან/და  ინგლისურ ენაზე სწავლების გამოცდილების  დამადასტურებელი დოკუმენტები;
  9. კლინიკური აქტივობის დამადასტურებელი დოკუმენტი    (მხოლოდ   ჯანდაცვის   მიმართულების   კლინიკური სპეციალიზაციის  კონკურსანტებისთვის);
  10. საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის ასლი   (მხოლოდ   ჯანდაცვის   მიმართულების   კლინიკური სპეციალიზაციის კონკურსანტებისთვის).

ასისტენტის თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. შევსებული განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე  (ფორმა);
  2. ავტობიოგრაფია (CV) (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
  3. შევსებული  კონკურსანტის ანკეტა   ელექტრონულ ვერსიასთან (დისკი) ერთად (შესავსები ფორმა განთავსებულია ვებ-გვერდზე);
  4. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  5. ერთი ფოტოსურათი, ზომით 3×4;
  6. აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
  7. ცნობა დოქტორანტურაში სწავლის შესახებ;
  8.  ინგლისური ენის ცოდნის  ან/და  ინგლისურ ენაზე სწავლების გამოცდილების  დამადასტურებელი დოკუმენტები;
  9. კლინიკური აქტივობის დამადასტურებელი დოკუმენტი   (მხოლოდ   ჯანდაცვის   მიმართულების   კლინიკური სპეციალიზაციის  კონკურსანტებისთვის);
  10. საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის ასლი   (მხოლოდ   ჯანდაცვის   მიმართულების   კლინიკური სპეციალიზაციის  კონკურსანტებისთვის).

შენიშვნა:  პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორისა და ასისტენტის  თანამდებობის დასაკვებელი კონკურსში მონაწილეობის მსურველი, რომლის შეფასებაც უნდა მოხდეს პროფესიული ნიშნით, ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას წარმოაუდგინოს შემდეგი დოკუმნეტაცია:

  1. შევსებული განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (ფორმა);
  2. ავტობიოგრაფია (CV) (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
  3. შევსებული  კონკურსანტის ანკეტა   ელექტრონულ ვერსიასთან (დისკი) ერთად (შესავსები ფორმა განთავსებულია ვებ-გვერდზე);
  4. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  5. ერთი ფოტოსურათი, ზომით 3×4;
  6. პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  7. აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
  8.  სპეციალური მომზადებისა ან/და გამოქვეყენბული პუბლიკაციების დამადასტურებელი დოკუმენტები;
  9.  ინგლისური ენის ცოდნის  ან/და  ინგლისურ ენაზე სწავლების გამოცდილების  დამადასტურებელი დოკუმენტები.

კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენა  და მათი რეგისტრაცია იწარმოებს  2017 წლის 20 მარტიდან  25 მარტის ჩათვლით უნივერსიტეტის კანცელარიაში (10:00-17:00 სთ, 18 თებერვალს - 10:00-14:00 სთ). მისამართი: თბილისი, შატილის ქ. N4. საკონკურსო საბუთები კონკურსანტებს უკან არ უბრუნდებათ.

კონკურსი ტარდება სამ ეტაპად (საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტთა დოკუმნეტაციის შესწავლა, პირველადი შეფასება, დოკუმენტაციის შეედეგად შერჩეული კონკურსანტებთან გასაუბრება და შეჯერება - გადაწყვეტილების მიღება)  2017 წლის 27 მარტიდან 12 აპრილის ჩათვლით

საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება გამოქვეყნდება  არაუგვიანეს 2017 წლის 13 აპრილისა.

საკონტაქტო ინფორმაცია: 032 248 01 41;  info@eeu.edu.ge

 

უკან