აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU)
სიახლეები
ნინო ჟვანიას საჯარო ლექცია თემაზე: ‘’კლასიკური მუსიკა პრაგმატულ 21-ე საუკუნეში’’

ნინო ჟვანიას საჯარო ლექცია თემაზე: ‘’კლასიკური მუსიკა პრაგმატულ 21-ე საუკუნეში’’

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის საქართველოს პირველი რესპუბლიკის დარბაზში, 23 მარტს, 19:00 საათზე, პიანისტ ნინო ჟვანიას საჯარო ლექცია თემაზე: ‘’კლასიკური მუსიკა პრაგმატულ 21-ე საუკუნეში’’ გაიმართება. 

ლექციის მიზანი საზოგადოებაში კულტურის სხვადასხვა დარგის მიმართ ნიჰილიზმის აღმოფხვრა და კლასიკური მუსიკისადმი ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებაა. 

ნინო ჟვანია პიანისტი, მუსიკისმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორი და თანამედროვე მუსიკის საერთაშორისო კონკურსების გამარჯვებული გახლავთ. იგი ბოსტონის ნიუ ინგლენდის კონსერვატორიაში და ნიუ-იორკის უნივერსიტეტში მოწვეულ ლექტორად მუშაობდა და ლექციებს ჰარვარდში, ჰანოვერის თეატრისა და მუსიკის, ასევე ევროპის სხვა ცნობილ უნივერსიტეტებში კითხულობდა. 

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში სტუდენტებისათვის საუკეთესო საგანმანათლებლო და სამეცნიერო გარემოა შექმნილი. საერთაშორისო პარტნიორები, პრაქტიკოს პროფესიონალებთან ნეთვორქინგი და დასაქმების რეალური შესაძლებლობა EEU-ს გამორჩეულს ხდის. უნივერსიტეტი სტუდენტებს საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში უნიკალურ სასაწვლო პროგრამებს სთავაზობს, რომელთაგან აღსანიშნავია თანამედროვე შრომითი ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით შემუშავებული ადამიანური რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამა (HRM)!

 საჯარო ლექციაზე დასწრება თავისუფალია!

Tel: +995 32 2480141 
 ელ. ფოსტა: info@eeu.edu.ge 
 მის: თბილისი, შატილის ქ.#4 (მეტრო სარაჯიშვილთან); სექტემბრიდან ახალ მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი!

უკან