აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU)
სიახლეები
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტსა და ‘’საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციას’’ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 
მემორანდუმის მიზანი კერძო და საჯარო დაწესებულებებს შორის უწყვეტი კავშირის შექმნა და თანამშრომლობის უზრუნველყოფა, პროფესიულ და უმაღლესი განათლების საფეხურებზე შესაბამისი სფეროების მიხედვით განათლების მიღების ხელშეწყობაა. 
ხელშეკრულება დარგში მოქმედი ბიზნესის განვითარებისათვის სასარგებლო პროექტების შეთავაზებას, მცირე და საშუალო ბიზნესის აქტუალური პრობლემების გადაწყვეტაზე ორიენტირებული კვლევების განხორციელებასა და სტუდენტების მაღალკვალიფიციურ კადრებად ჩამოყალიბებას გულისხმობს. 
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა დავით ჩერქეზიშვილმა და ‘’საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის’’ პრეზიდენტმა მიხეილ ჭელიძემ მოაწერეს.

უკან