აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU)
სიახლეები
EEU-ს კიდევ ერთი გამარჯვება ზამთრის უნივერსიადაზე❗️!

EEU-ს კიდევ ერთი გამარჯვება ზამთრის უნივერსიადაზე❗️!

საქართველოს ზამთრის უნივერსიადა 2017-ის ფარგლებში გამართულ შეჯიბრებაში - სათხილამურო კროსი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა სოსო ბაკაევმა კვლავ წარმატებით იასპარეზა და პირველი ადგილი მოიპოვა. აღნიშნულ ჩემპიონატში იგი თასით, სიგელითა და მედლით დაჯილდოვდა! 

ეს უკვე სოსოს მეორე გამარჯვებაა ზამთრის უნივერსიადა 2017-ში. 

მე-2 და მე-3 ადგილები საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტისა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს ერგოთ.

საქართველოს ზამთრის უნივერსიადა 2017 დასრულდა. ტურნირის ფარგლებში გამართული სამი სახეობიდან აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტმა მონაწილეობა ორ სახეობაში მიიღო და ორივე შეჯიბრში პირველი ადგილი მოიპოვა.
საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია Soso Bakaevi

უკან