აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU)
სიახლეები
ცნობილი პიანისტის ნინო ჟვანიას საჯარო ლექცია EEU-ში!

ცნობილი პიანისტის ნინო ჟვანიას საჯარო ლექცია EEU-ში!

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში, ცნობილი პიანისტის, ნინო ჟვანიას საჯარო ლექცია თემაზე: ‘’კლასიკური მუსიკა პრაგმატულ 21-ე საუკუნეში’’ გაიმართა. ლექციის მიზანი საზოგადოებაში კულტურის სხვადასხვა დარგის მიმართ ნიჰილიზმის აღმოფხვრა და კლასიკური მუსიკისადმი ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება იყო. ნინო ჟვანია პიანისტი, მუსიკათმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორი და თანამედროვე მუსიკის საერთაშორისო კონკურსების გამარჯვებული გახლავთ. საჯარო ლექციას აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები და EEU-ს ადამიანური რესურსების მართვის (HR Management) სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ლილი ბიბილაშვილი დაესწრნენ. შეხვედრა ინტერაქტივის რეჟიმში მიმდინარეობდა და სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, რამდენიმე თემატურ ვიდეოს გაცნობოდნენ. ნინო ჟვანიამ მუსიკის ისტორიაზე, სხვადასხვა ხელოვნებათმცოდნის მსოფლმხედველობაზე, მუსიკისა და საზოგადოების განვითარებისათვის ხელოვნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა და სტუდენტების დიდი მოწონება დაიმსახურა. Nino Jvania Lili Bibilashvili

უკან