აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU)
სიახლეები
აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად იურიდიული ფაკულტეტზე

აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად იურიდიული ფაკულტეტზე

„აღმოსავლეთ ევროპის  სასწავლო უნივერსიტეტი“ აცხადებს კონკურსს იურიდიულ  ფაკულტეტზე ასოცირებული და ასისტენტ პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად.

ვაკანტური ადგილების რაოდენობა:

ა) ასოცირებული პროფესორი – 6 ვაკანსია 

ბ) ასისტენტ–პროფესორი – 7 ვაკანასია 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად: 

ა) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) არანაკლებ   3  (სამი)   წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება.

შენიშვნა: ასოცირებულ პროფესორად შეიძლება არჩეული იქნეს პირი, რომელსაც არ აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი ან/და სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილება, მაგრამ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 35–ე მუხლის მე–4 პუნქტის თანახმად, მისი კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.

ასისტენტ–პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

ა) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ან დოქტორანტურაში სწავლა.

 

საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია

ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი  კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს: 

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ავტობიოგრაფია (CV);

დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;

ე) სამეცნიერო-პედაგოგიური  გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) აკადემიური ხარისხის ან/და პედაგოგიური გამოცდილების არქონის შემთხვევაში, შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი

ზ)  სალექციო კურსის სილაბუსი.

თ) კანდიდატმა სასურველია წარმოადგინოს  ბოლო 5 წლის განმავლობაში შესრულებული ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კონკურსანტის კვლევით პოტენციალს.

 

ასისტენტ–პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ავტობიოგრაფია (CV);

დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ე) აკადემიური ხარისხის ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის შემთხვევაში, შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) სალექციო კურსის სილაბუსი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

 

კონკურსი ცხადდება 2013 წლის 16 იანვრიდან. საბუთების მიღება იწარმოებს 2013 წლის 18 თებერვლიდან 21 თებერვლის ჩათვლით უნივერსიტეტის კანცელარიაში.

კონტაქტი:

თბილისი, შატილის ქ. #4

ტელ: (032) 248 01 20;  (032) 248 01 31; 

უკან