აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU)
სიახლეები
2012-2013 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობა

2012-2013 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობა

აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტში მობილობის წესით გადმოსვლის უფლება აქვს მხოლოდ იმ სტუდენტს, რომელმაც მიმდინარე წლის 4 თებერვლიდან 14 თებერვლის ჩათვლით გაიარა რეგისტრაცია განათლების ხარისხის აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე.

მობილობის მსურველი პირი, ვალდებულია, დადგენილ ვადაში განცხადებით მიმართოს EEU-ს და წარადგინოს ყველა საჭირო დოკუმენტი.  წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამის ფაკულტეტზე ჩარიცხვის უფლებას, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2012–2013 სასწავლო წლიდან EEU–ში მობილობის წესით ჩარიცხული სტუდენტებისათვის სწავლის საფასური შეადგენს სემესტრში 1125 ლარს.

 

არსებული ვაკანსიები:

იურიდიული ფაკულტეტი - 100 ვაკანსია

ბიზნესის ფაკულტეტი - 85 ვაკანსია

 

ვადები:

➢   საბუთების მიღება - 15- 19 თებერვალი;

➢   EEU–ში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების აღიარება – 20 თებერვალი

➢   სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა  – 21 თებერვალი

➢   საბოლოო შედეგები – 22 თებერვალი

 

საბუთების ჩამონათვალი:

➢ განცხადება EEU-ს რექტორის სახელზე (განცხადების ფორმა ივსება საბუთების ჩაბარებისას უნივერსიტეტში);

➢ ატესტატის ასლი;

➢ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

➢ ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების სერტიფიკატის ასლი;

➢ ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;

➢ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტის ჩარიცხვის ბრძანების ასლი (დამოწმებული უნდა იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბეჭდითა დახელმოწერით);

➢ სტუდენტის სასწავლო ბარათის ასლი (ამონაწერი დამოწმებული უნდა იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბეჭდითა და ხელმოწერით);

➢ სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

➢ უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი  დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

შენიშვნა: კონკურსის დამთავრების შემდეგ, წარმოდგენილი საბუთები კონკურსანტს უკან აღარ უბრუნდება.

 

საბუთების მიღება იწარმოებს  10–დან  18 სთ–მდე აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის კანცელარიაში.

მისამართი: თბილისი, შატილის ქ. #4.

 

 

უკან