აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU)
ბრძანებები

რექტორის ბრძანება №01–12/03 ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პედაგოგთა მოწვევისა შესახებ

 

№01–12/03                                                                                                   19.04.2012      

 

                    ბრძანება                             

ევრაზიის დამოუკიდებელ სასწავლო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პედაგოგთა მოწვევის შესახებ

ევრაზიის დამოუკიდებელი სასწავლო უნივერსიტეტის დებულების მე–10 მუხლის მე–2 პუნქტის,  „ევრაზიის დამოუკიდებელ სასწავლო უნივერსიტეტში  მოწვეული პედაგოგების შრომის ანაზღაურების ტარიფის განსაზღვრის შესახებ“ წარმომადგენლობითი საბჭოს (14.02.2012 #32/2012) დადგენილებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის წარდგინების საფუძველზე

ვბრძანებ:

1. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების მიზნით მოწვეულ იქნან შემდეგი პირები:

ა) შუხოშვილი მაია

ბ) ჩიქოვანი  რუსუდან

2. მოწვეულ პედაგოგებს გაწეული სამუშაოსათვის ანაზღაურება მიეცეთ „ევრაზიის დამოუკიდებელ სასწავლო უნივერსიტეტში  მოწვეული პედაგოგების შრომის ანაზღაურების ტარიფის განსაზღვრის შესახებ“ წარმომადგენლობითი საბჭოს (14.02.2012 #32/2012) დადგენილების შესაბამისად. მოწვეულ პედაგოგებს შრომითი ხელშეკრულება გაუფორმდეთ 2012–2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან (2012 წლის 1 სექტემბრიდან). 

3. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

4. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს პრორექტორს.

5. ბრძანების საჯაროდ გამოქვეყნება და ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს ედსუ–ს კანცელარიის, პერსონალის მართვისა და იურიდიულ საკითხთა განყოფილებას და საფინანსო და მატერიალური რესურსების მართვის განყოფილებას.

დავით ქადაგიძე

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი 

 

უკან