აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU)
ბრძანებები

რექტორის ბრძანება №01–08/13 მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების მსურველთა საბუთების მიღების, გამოცდის ჩატარების ვადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტაციის განსაზღვრის შესახებ

 

№01–08/13                                                                                    15.07.2012

 

ბრძანება

 

ევრაზიის დამოუკიდებელ  სასწავლო უნივერსიტეტში 2012-2013 სასწავლო წლის  შემოდგომის სემესტრში მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების მსურველთა საბუთების მიღების, გამოცდის ჩატარების ვადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტაციის განსაზღვრის შესახებ

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის ,,სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ" №227–ე ბრძანების 29–ე მუხლის მე-2 პუნქტის,  ევრაზიის დამოუკიდებელი სასწავლო უნივერსიტეტის დებულების მე–10 მუხლის, ედსუ–ს სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის 1-ლი მუხლის საფუძველზე

 

ვბრძანებ:

1. განისაზღვროს 2012-2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების მსურველთა საბუთების მიღების, მისაღები გამოცდის ჩატარების  ვადები   და წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

 

1.1.საბუთების მიღების  ვადები:

 ა). დოკუმენტაციის მიღება - 3 – 7 სექტემბერი;

ბ)  გამოცდა – 8 სექტემბერი;

გ) შედეგების გამოცხადება – 10 სექტემბერი;

დ) აპელაციაზე განაცხადების მიღება – 10 – 12 სექტემბერი;

ე) აპელაცია – 13 სექტემბერი;

ვ) საბოლოო შედეგების გამოცხადება და შელშეკრულებების გაფორმება 14 სექტემბერი;

ზ) ბძანების მომზადება და ცენტრში წარდგენა 15 სექტემბერი;

      1.2. წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა  (სათანადო წესით  დამოწმებული):

ა) განცხადება;

ბ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

 დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

 ე) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი  დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

ვ) 2 ფოტოსურათი 3X4;

2. საბუთების მიღება იწარმოებს  10–დან  18 სთ – მდე ედსუ–ს კანცელარიაში. მისამართი: თბილისი, შატილის ქ. #4.

3. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

4. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს პრორექტორსა და სასწავლო პროცესის მართვისა და სამეცნიერო კვლევების განყოფილებას.

 

 

დავით ქადაგიძე

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი

 

 

უკან