აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU)
ბრძანებები

რექტორის ბრძანება №01–08/12 მობილობის ვადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტაციის განსაზღვრის შესახებ

 

№01–08/12                                                                                      16.07.2012

 

ბრძანება

 

ევრაზიის დამოუკიდებელ  სასწავლო უნივერსიტეტში 2012-2013 სასწავლო წლის  შემოდგომის სემესტრში მობილობის ვადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტაციის განსაზღვრის შესახებ

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის "უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის დამტკიცების შესახებ" №10/ნ ბრძანების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა-გ“ ქვეპუნქტებისა და სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2012 წლის 13 ივლისის №534 ბრძანების ევრაზიის დამოუკიდებელი სასწავლო უნივერსიტეტის დებულების მე–10 მუხლის, ედსუ–ს სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის მე–2 მუხლის, საფუძველზე,

 

ვბრძანებ:

1. განისაზღვროს 2012-2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის ვადები და წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

ბაკალავრიატი:

1.1. მობილობის ვადები:

 ა). დოკუმენტაციის მიღება - 27 აგვისტო – 3 სექტემბერი;

ბ) უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების  აღიარება – 4–5 სექტემბერი;

გ) გასაუბრება და  აღიარებული კრედიტების სტუდენტთათვის გაცნობა – 6 სექტემბერი;

ა.დ) შედეგების გამოცხადება – 7 სექტემბერი

დ) ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და წარდგენა სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში – 11 სექტემბერი

 

1.2. წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით  დამოწმებული):

ა) განცხადება;

ბ) სრული ზოგადი/უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

დ) გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატის ასლი;

ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ვ) სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტი;

ზ) სტუდენტის სასწავლო ბარათის ასლი;

თ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი  დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

3. საბუთების მიღება იწარმოებს  10–დან  18 სთ – მდე ედსუ–ს კანცელარიაში. მისამართი: თბილისი, შატილის ქ. #4.

4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

5. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს პრორექტორსა და სასწავლო პროცესის მართვისა და სამეცნიერო კვლევების განყოფილებას.

 

 

დავით ქადაგიძე

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი

 

უკან