აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU)
ბრძანებები

რექტორის ბრძანება №01-08/02 აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

 

              №01–08/02                    ბრძანება                                 15.02.2012

 

ევრაზიის დამოუკიდებელი  სასწავლო უნივერსიტეტის  ბიზნესის,  იურიდიულ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტებზე სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

   

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, 35-ე მუხლის, ევრაზიის დამოუკიდებელი სასწავლო უნივერსიტეტის დებულების მე–20 მუხლის მე–4 პუნქტის, „ევრაზიის დამოუკიდებელ სასწავლო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ"  წარმომადგენლობითი საბჭოს 2012 წლის 14 თებერვლის № 19/2012 და ევრაზიის დამოუკიდებელი სასწავლო უნივერსიტეტის  აკადემიური პერსონალის საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის დამტკიცების შესახებ წარმომადგენლობითი საბჭოს  2012 წლის  14 თებერვლის №05/2012 დადგენილების საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი  ევრაზიის დამოუკიდებელ სასწავლო უნივერსიტეტში ბიზნესის,  იურიდიულ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტებზე სრული, ასოცირებული და  ასისტენტ პროფესორების ვაკანტური  აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად;

2. ედსუ სრულ ან ასოცირებულ პროფესორად 4 წლის ვადით შეიძლება არჩეული იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი. ედსუ ასისტენტ–პროფესორად 2 წლის  ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, ან დოქტორანტურის სტუდენტი. აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს ასევე პირი, რომელსაც არ აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი ან არ არის დოქტორანტურის სტუდენტი, მაგრამ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 35–ე მუხლის მე–4 პუნქტის თანახმად, მისი კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.

3. კონკურსი გამოცხადდეს 2012 წლის  16 თებერვალს,  დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2012 წლის  19 მარტიდან   2012 წლის 21 მარტის  ჩათვლით,  კონკურსი ტარდება საბუთების მიღების დასრულებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში.

4. კონკურსი გამოცხადდეს სრული,  ასოცირებული და ასისტენტ–პროფესორების ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

ბიზნესის ფაკულტეტი:

·         სრული პროფესორი – 1 ვაკანსია

·         ასოცირებული პროფესორი – 3 ვაკანსია

·         ასისტენტ–პროფესორი – 3 ვაკანასია

იურიდიული ფაკულტეტი:

·         სრული პროფესორი – 1 ვაკანსია

·         ასოცირებული პროფესორი – 3 ვაკანსია

·         ასისტენტ–პროფესორი – 3 ვაკანასია

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი:

·         სრული პროფესორი – 1 ვაკანსია

·         ასოცირებული პროფესორი – 3 ვაკანსია

·         ასისტენტ–პროფესორი – 3 ვაკანასია

5. სრული პროფესორის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება თვეში არანაკლებ 900 (ცხრაასი) ლარით, ასოცირებული პროფესორის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება თვეში არანაკლებ 720 (შვიდას ოცი) ლარით, ასისტენტ პროფესორის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება თვეში არანაკლებ 680 (ექვსას ოთხმოცი) ლარით.

6. სრული და ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი  კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს: 


ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ავტობიოგრაფია (CV);

დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ე)  სალექციო კურსის სილაბუსი.

 

7. კანდიდატმა სასურველია წარმოადგინოს: ბოლო 5 წლის განმავლობაში შესრულებული ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კონკურსანტის კვლევით პოტენციალს.

8. ედსუ ასისტენტ–პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ავტობიოგრაფია (CV);

დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ე) სალექციო კურსის სილაბუსი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

9. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2012 წლის  19 მარტიდან  2012  წლის 21 მარტის  ჩათვლით. მისამართი: თბილისი, შატილის ქ. N4.

10. ბრძანება გამოქვეყნდეს საჯაროდ და   განთავსდეს ედსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე; 

11. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

უკან