აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU)
ბრძანებები

რექტორის ბრძანება №01–11/01 ბიზნესის ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის დანიშვნისა და ხელშეკრულებების გაფორმების შესახებ

01–11/01                                 ბრძანება                           18.04.2012

ევრაზიის დამოუკიდებელ სასწავლო უნივერსიტეტში  ბიზნესის ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის დანიშვნისა და ხელშეკრულებების გაფორმების შესახებ

ევრაზიის დამოუკიდებელი სასწავლო უნივერსიტეტის დებულების მე–10 მუხლის მე–2 პუნქტის,  „ევრაზიის დამოუკიდებელ სასწავლო უნივერსიტეტში ბიზნესის, იურიდიულ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტებზე აკადემიური პერსონალის არჩევის შესახებ“ წარმომადგენლობითი საბჭოს (18.04.2012 #37/2012) დადგენილების, წარმომადგენლობითი საბჭოს 18.04.2012  #02–01/02 სხდომის ოქმის და რექტორის 15.02.2012  #01–08/02 ბრძანებების  საფუძველზე

ვბრძანებ:

1. ბიზნესის ფაკულტეტზე აკადემიურ თანამდებობებზე დაინიშნონ შემდეგი პირები:

ა) გაგნიძე ავთანდილ (სრული პროფესორი)

ბ) დამენია ნინო  (ასოცირებული პროფესორი)

გ) მიქიაშვილი ნინო  (ასოცირებული პროფესორი)

დ) სეთურიძე რუსუდან (ასოცირებული პროფესორი)

ე) ბრეგაძე გიორგი (ასისტენტ–პროფესორი)

ვ) კბილაძე თამარ (ასისტენტ–პროფესორი)

ზ) რუხაია ნინო (ასისტენტ–პროფესორი)

2. აკადემიური თანამდებობის პირებს გაწეული სამუშაოსათვის ანაზღაურება მიეცეთ რექტორის 15.02.2012 #01–08/02 ბრძანების შესაბამისად. აკადემიური თანამდებობის პირებს შრომითი ხელშეკრულება გაუფორმდეთ 2012–2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან (2012 წლის  1 სექტემბრიდან).

3. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

4. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს პრორექტორს.

5. ბრძანების საჯაროდ გამოქვეყნება და ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს ედსუ–ს კანცელარიის, პერსონალის მართვისა და იურიდიულ საკითხთა განყოფილებას და საფინანსო და მატერიალური რესურსების მართვის განყოფილებას.

დავით ქადაგიძე

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი

 

უკან