აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU)
ბრძანებები

რექტორის ბრძანება №01–11/02 იურიდიულ ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის დანიშვნისა და ხელშეკრულებების გაფორმების შესახებ

 

 

№01–11/02                          ბრძანება                                    18.04. 2012

ევრაზიის დამოუკიდებელ სასწავლო უნივერსიტეტში  იურიდიულ ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის დანიშვნისა და ხელშეკრულებების გაფორმების შესახებ

ევრაზიის დამოუკიდებელი სასწავლო უნივერსიტეტის დებულების მე–10 მუხლის მე–2 პუნქტის,  „ევრაზიის დამოუკიდებელ სასწავლო უნივერსიტეტში ბიზნესის, იურიდიულ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტებზე აკადემიური პერსონალის არჩევის შესახებ“ წარმომადგენლობითი საბჭოს (18.04.2012 #37/2012) დადგენილების, წარმომადგენლობითი საბჭოს 18.04.2012  #02–01/02 სხდომის ოქმის და რექტორის 15.02.2012  #01–08/02 ბრძანების  საფუძველზე

 

ვბრძანებ:

1. იურიდიულ ფაკულტეტზე აკადემიურ თანამდებობებზე დაინიშნონ შემდეგი პირები:

ა) ბოხაშვილი ირინე (სრული პროფესორი)

ბ) დარბაიძე ლევან  (ასოცირებული პროფესორი)

გ) კვინიხიძე შალვა  (ასოცირებული პროფესორი)

დ) ძლიერიშვილი ზურაბ (ასოცირებული პროფესორი)

ე) მახარაშვილი ლევან (ასისტენტ–პროფესორი)

ბ) ტატიშვილი  მაგდა  (ასისტენტ–პროფესორი)

გ) ძიმისტარაშვილი თეა  (ასისტენტ–პროფესორი)

2. აკადემიური თანამდებობის პირებს გაწეული სამუშაოსათვის ანაზღაურება მიეცეთ რექტორის 15.02.2012 #01–08/02 ბრძანების შესაბამისად. აკადემიური თანამდებობის პირებს შრომითი ხელშეკრულება გაუფორმდეთ 2012–2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან (2012 წლის  1 სექტემბრიდან).

3. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

4. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს პრორექტორს.

5. ბრძანების საჯაროდ გამოქვეყნება და ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს ედსუ–ს კანცელარიის, პერსონალის მართვისა და იურიდიულ საკითხთა განყოფილებას და საფინანსო და მატერიალური რესურსების მართვის განყოფილებას.

დავით ქადაგიძე

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი

 

უკან