აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU)
ბრძანებები

რექტორის ბრძანება №01-08/08 აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის მუშაობის წესის დამტკიცების შესახებ

 

№01-08/ 08                                                                                           19.03.2012

ბრძანება

ევრაზიის დამოუკიდებელი სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის მუშაობის წესის დამტკიცების შესახებ  

ევრაზიის დამოუკიდებელი სასწავლო უნივერსიტეტის დებულების მე–10 მუხლის მე–6 პუნქტის საფუძველზე

ვბრძანებ:

 

1.  დამტკიცდეს ევრაზიის დამოუკიდებელი სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის მუშაობის წესი დანართში (დანართი #1) მოცემული სახით.

2. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.  

3. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს პრორექტორს.

4. ბრძანების საჯაროდ გამოქვეყნება და ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს ედსუ–ის კანცელარიის, პერსონალის მართვისა და იურიდიულ საკითხთა განყოფილებას და საფინანსო და მატერიალური რესურსების მართვის განყოფილებას.

 

დავით ქადაგიძე

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი

 

უკან