აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU)
ბრძანებები

რექტორის ბრძანება №01-08/05 ბიზნესის ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ– პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

 

№01-08/05                              ბრძანება                              19.03. 2012 

ევრაზიის დამოუკიდებელი სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის  ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ– პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 34–ე მუხლის მე–3 პუნქტის, ევრაზიის დამოუკიდებელი სასწავლო უნივერსიტეტის დებულების მე–20 მუხლის მე–4 პუნქტის, ევრაზიის დამოუკიდებელ სასწავლო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის მე–7 მუხლის საფუძველზე

ვბრძანებ:

1.  დამტკიცდეს ევრაზიის დამოუკიდებელი სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ–პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) რომან ხარბედია (კომისიის თავმჯდომარე);

ბ) მანანა ლობჟანიძე (კომისიის მდივანი);

გ) ბაბულია მღებრიშვილი (წევრი);

2. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

3. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს პრორექტორს.

4. ბრძანების საჯაროდ გამოქვეყნება და ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს ედსუ-ს კანცელარიის, პერსონალის მართვისა და იურიდიულ საკითხთა განყოფილებას და საფინანსო და მატერიალური რესურსების მართვის განყოფილებას.

 

დავით ქადაგიძე

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი

 

უკან